1. წერილობითი გაფრთხილება გამოიყენება ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიმართ, რომელიც განზრახ ან დაუდევრობით არ ასრულებს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ პროფესიულ მოვალეობებს.
2. წერილობითი გაფრთხილების საკითხის განხილვის საფუძველია:
ა) ცხოველთა მეპატრონის ან მომსახურების მიმღები სუბიექტის განცხადება ან საჩივარი;
ბ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის დამქირავებლის განცხადება ან საჩივარი;
გ) იმ ვეტერინარულ სამსახურში მომუშავე პირის განცხადება ან საჩივარი, სადაც მუშაობს ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსი;
დ) ვეტერინართა ასოციაციის განცხადება ან საჩივარი;
ე) განახლებული ინფორმაციის რეესტრში შესატანად წარუდგენლობა.
3. თუ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის წინააღმდეგ აღძრულია სისხლის სამართლის საქმე, პროფესიული საქმიანობისას ჩადენილი ქმედებისათვის, იმავე ქმედების შესახებ განცხადება ან საჩივარი არ განიხილება.
4. თუ ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, 1 წლის განმავლობაში, სულ ცოტა ერთხელ უკვე მიეცა წერილობითი გაფრთხილება, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საბჭო უფლებამოსილია ამ წესის შესაბამისად განიხილოს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საკითხი.
5. საბჭო ვალდებულია:
ა) ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ – „დ“ ქვეპუნქტებში მითითებული პირების მიერ განცხადების ან საჩივრის შეტანიდან ერთ კვირაში აცნობოს ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, მის შესახებ შემოსული განცხადების ან საჩივრის თაობაზე;
ბ) ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს გააცნოს მასზე შესული განცხადების ან საჩივრის შინაარსი;
გ) ვეტერინარისგან/ვეტერინარი ტექნიკოსისგან მიიღოს მისი ზეპირი ან წერილობითი განმარტება განცხადებაში ან საჩივარში მითითებული ფაქტების შესახებ;
დ) მოამზადოს დასკვნა განცხადების ან საჩივრის შეტანიდან ერთ თვეში;
ე) გადაწყვეტილების მიღებიდან 3 დღეში აცნობოს ეს გადაწყვეტილება ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, აგრეთვე განმცხადებელს ან მომჩივან