ინფორმაციის
წარდგენა.
განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვება

1. საბჭო, ერთი თვის ვადაში, ამოწმებს განცხადების/საჩივრის შესაბამისობას ამ წესით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან.

2. თუ განმცხადებელი/მომჩივანი საბჭოს არ წარუდგენს ამ წესით გათვალისწინებულ რაიმე დოკუმენტს ან სხვა ინფორმაციას, საბჭო, განმცხადებელს/მომჩივანს განუსაზღვრავს 2 კვირის ვადას, რომლის განმავლობაშიც მან უნდა წარადგინოს დამატებითი დოკუმენტი ან ინფორმაცია.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილ ვადაში შესაბამისი დოკუმენტის ან ინფორმაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, საბჭო უფლებამოსილია, გამოიტანოს გადაწყვეტილება განცხადების/საჩივრის განუხილველად დატოვების შესახებ, რომელსაც ამტკიცებს სააგენტოს უფროსი.

4. თუ საბჭოს მიერ დადგინდება განცხადების/საჩივრის ამ წესთან შესაბამისობა, საბჭო ვალდებულია, 3 დღის განმავლობაში, განცხადების/საჩივრის და მასზე თანდართული დოკუმენტების ასლი გაუგზავნოს იმ ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს, რომელსაც ეხება განცხადება/საჩივარ