1. განცხადება ან საჩივარი სააგენტოს (საბჭოს) წარედგინება წერილობით.

2. საბჭოსთვის წარდგენილი განცხადება ან საჩივარი უნდა შეიცავდეს:

ა) განმცხადებლის ან მომჩივნის სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და საცხოვრებელი ადგილის მისამართს;

ბ) იმ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სახელს, გვარს, სპეციალობას და სამსახურის მისამართს, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი;

გ) განცხადების ან საჩივრის შინაარსსა და მოთხოვნას;

დ) სხვა გარემოებებს, ასეთის არსებობის შემთხვევაში.

3. განცხადება ან საჩივარი ხელმოწერილი უნდა იყოს განმცხადებლის ან მომჩივნის მიე