1. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების საფუძველია:
ა) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის ჯანმრთელობის მდგომარეობის შეუსაბამობა მის პროფესიულ მოვალეობებთან;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელის მიერ ისეთი საქმიანობის განხორციელება, რომელიც სცილდება სახელმწიფო სერტიფიკატით განსაზღვრული საქმიანობის ფარგლებს;
გ) სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ვადის გასვლა, თუ სახელმწიფო სერტიფიკატის მფლობელმა მის გასვლამდე არ აღმოფხვრა სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების საფუძველი;
დ) ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესების, მათ შორის, ვეტერინარიის სფეროში კანონმდებლობით განსაზღვრული სტანდარტებისა და ნორმების, სისტემატური ან ერთჯერადი მძიმე დარღვევა, რომელსაც მოჰყვა ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელება ან ცხოველთა მეპატრონისათვის მატერიალური ზიანის მიყენება.
2. საბჭო ვალდებულია:
ა) დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს ვეტერინარს/ვეტერინარ ტექნიკოსს სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ, შესაბამისი საფუძვლის მითითებით;
ბ) სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან დაუყოვნებლივ შეიტანოს შესაბამისი მონაცემები რეესტრში, შესაბამისი საფუძვლის მითითებით.
3. გადაწყვეტილება სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში გადაწყვეტილების ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
4. სახელმწიფო სერტიფიკატის გაუქმების შესახებ სასამართლოსათვის მიმართვისას სააგენტო შეაჩერებს სახელმწიფო სერტიფიკატის მოქმედებას სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე, თუ მიიჩნევს, რომ ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის მიერ პროფესიული საქმიანობის გაგრძელებამ შეიძლება შექმნას ცხოველთა და ადამიანის საერთო საშიში გადამდები დაავადებების გაჩენა-გავრცელების საფრთხ