1. თუ საბჭო მიიჩნევს, რომ განცხადებაში/საჩივარში დასმული საკითხის გადასაწყვეტად საჭიროა ექსპერტიზა, მას უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიიღოს განმარტებები შესაბამისი ექსპერტებისაგან.

2. ექსპერტის მიერ გაწეული სამუშაოს ანაზღაურების საკითხი განისაზღვრება სააგენტოსა და ექსპერტს შორის დადებული ხელშეკრულებით.

3. ვეტერინარიის სფეროში არსებულ საზოგადოებრივ ორგანიზაციას ან საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციას იმ ვეტერინარი/ვეტერინარი ტექნიკოსის თანხმობის შემთხვევაში ან მოთხოვნით, რომელსაც ეხება განცხადება ან საჩივარი, უფლება აქვს მონაწილეობა მიიღოს განცხადების ან საჩივრის განხილვასა და გადაწყვეტილების მიღებაშ