1. საბჭო, თავისი კომპეტენციის ფარგლებში, პერიოდულად, შერჩევით აკონტროლებს ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მიერ გაწეული ვეტერინარული მომსახურების ხარისხს და ვეტერინარული დოკუმენტაციის წარმოებას.
2. კონტროლის შედეგების ამსახველი დოკუმენტის მომზადებისა და განხილვის ყველა ეტაპზე აუცილებელია ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელი პირის მონაწილეობა, რომლის საქმიანობაც გაკონტროლდა.
3. ვეტერინარული პრაქტიკის განმახორციელებელ პირს, თავისი შეხედულებით, უფლება აქვს, ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ დოკუმენტს დაურთოს ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომელშიც აისახება მისი დამოკიდებულება დოკუმენტში მოცემული შენიშვნებისადმ