„საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 1 მაისის №217 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №339 |
|
2024 წლის 7 ოქტომბერი ქ. თბილისი |
1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად, „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობის მიზნით, შეიქმნას საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) შემდეგი შემადგენლობით:
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე;
2. ა(ა)იპ − ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს წარმომადგენელი – კომიტეტის თანათავმჯდომარე;
3. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი;
4. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
6. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
7. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
8. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
9. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
10. საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
11. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
12. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
13. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
14. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
15. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
16. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
17. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
18. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
19. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
20. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
21. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
22. ა(ა)იპ − ევროპული ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
23. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი;
24. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
25. ა(ა)იპ − საქართველოში ამერიკის სავაჭრო პალატის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
26. ა(ა)იპ − გერმანიის ეკონომიკური გაერთიანების წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
27. ა(ა)იპ − ქალები ღვინის ინდუსტრიაში წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი;
28. ა(ა)იპ − საქართველოს მწარმოებელთა ფედერაციის წარმომადგენელი − კომიტეტის წევრი.“.
2. დადგენილებით დამტკიცებული „საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის დებულება“ ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
|