საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტის შექმნისა და დებულების დამტკიცების თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
ცვლილებები (1)
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №217 |
|
2019 წლის1 მაისი ქ. თბილისი |
1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის თავმჯდომარე;
2. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ – შემოსავლების სამსახურის წარმომადგენელი – კომიტეტის მდივანი;
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
4. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
5. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
6. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
7. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
8. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
9. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
10. საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
11. საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
12. საქართველოს ბიზნესასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
13. საქართველოს მცირე და საშუალო საწარმოთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
14. საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
15. საქართველოს ბანკების ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
16. საერთაშორისო სავაჭრო პალატის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
17. ევროკავშირი – საქართველოს ბიზნესსაბჭოს წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
18. საქართველოს ექსპედიტორთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი;
19. საქართველოს ბიზნესომბუდსმენი – კომიტეტის წევრი;
20. საქართველოს საერთაშორისო საავტომობილო გადამზიდავთა ასოციაციის წარმომადგენელი – კომიტეტის წევრი.
|
დებულება
1. საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული კომიტეტი (შემდგომში – კომიტეტი) არის „მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის დამფუძნებელი მარაკეშის შეთანხმების ცვლილების ოქმით“ გათვალისწინებული „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების 23-ე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ჩამოყალიბებული უწყებათაშორისი სათათბირო ორგანო.
2. კომიტეტი თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო აქტების, საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებების, ამ დებულებისა და სხვა სამართლებრივი აქტების შესაბამისად.
კომიტეტი უფლებამოსილია:
ა) ცალკეული საკითხების მომზადებისა და რეკომენდაციების შემუშავების მიზნით, შექმნას სამუშაო/საკონსულტაციო ჯგუფები;
ბ) კონკრეტული საკითხების განსახილველად შესაბამისი სფეროებიდან მიიწვიოს სპეციალისტები/ექსპერტები.
კომიტეტის ძირითადი ფუნქციებია:
ა) საერთაშორისო ვაჭრობის ხელშეწყობის ეროვნული სტრატეგიის, შესაბამისი რეფორმებისა და „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებების იმპლემენტაციის პრიორიტეტული მიმართულებების განხილვა;
ბ) „ვაჭრობის ხელშეწყობის შესახებ“ შეთანხმების დებულებათა ადგილობრივ დონეზე კოორდინაციისა და განხორციელების ხელშეწყობა;
გ) საერთაშორისო ვაჭრობის საკითხებზე რეკომენდაციებისა და წინადადებების შემუშავება და მათი წარმოდგენა საქართველოს მთავრობისათვის.
1. კომიტეტის თავმჯდომარე:
ა) ხელმძღვანელობს კომიტეტის საქმიანობას;
ბ) იწვევს და წარმართავს კომიტეტის სხდომებს.
2. თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში, სხდომას უძღვება კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, რომლის არჩევაც ხდება კომიტეტის შემადგენლობიდან, წლიური როტაციის პრინციპით.
1. კომიტეტი იკრიბება წელიწადში ორჯერ. საჭიროების შემთხვევაში, კომიტეტის რიგგარეშე სხდომა მოიწვევა თავმჯდომარის ან წევრთა უმრავლესობის მოთხოვნის საფუძველზე.
2. კომიტეტის სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება კომიტეტის წევრთა ნახევარზე მეტი.
3. კომიტეტის თითოეულ წევრს აქვს ერთი ხმის უფლება.
4. კომიტეტის გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე წევრთა ხმების უმრავლესობით. ხმების თანაბრად გაყოფის შემთხვევაში, გადამწყვეტია კომიტეტის თავმჯდომარის ხმა.
5. კომიტეტის გადაწყვეტილებები ფორმდება ოქმით, რომელსაც ხელს აწერენ კომიტეტის თავმჯდომარე და მდივანი.
1. კომიტეტის საქმიანობის ორგანიზაციულ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს კომიტეტის სამდივნო, რომლის ფუნქციებს ახორციელებს სსიპ – შემოსავლების სამსახურის საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტი.
2. კომიტეტის სამდივნო უზრუნველყოფს:
ა) კომიტეტის სხდომათა დღის წესრიგის მომზადებას;
ბ) კომიტეტის სხდომათა მიმდინარეობისა და მიღებული გადაწყვეტილებების ამსახველი საოქმო ჩანაწერების ოფიციალურ წარმოებას, შენახვასა და სისტემატიზაციას;
გ) კომიტეტის წევრებს შორის ინფორმაციის გაცვლასა და ურთიერთობის კოორდინაციას;
დ) კომიტეტის უფლებამოსილებათა განხორციელებისათვის საჭირო სხვა საქმიანობების წარმართვას.