1. მეურნე სუბიექტი პასუხს აგებს კავშირგაბმულობის საშუალებებით უხარისხო მომსახურებისათვის და მომსახურებაში არსებული ხარვეზების მოლაპარაკებულ ვადებში აღმოფხვრისათვის.
2. მომხმარებელი, რომელსაც კავშირგაბმულობის საშუალებებით მომსახურება გაუწიოს ხარვეზებით, რომელთა შესახებ იგი მეურნე სუბიექტის მიერ წინასწარ არ იყო გაფრთხილებული უფლებამოსილია თავისი არჩევანით მოითხოვოს:
ა) ნორმალური ხარისხით მომსახურების უსასყიდლო ხელახალი გაწევა;
ბ) ხელშეკრულების გაუქმება;
უხარისხო მომსახურებისა და ხარვეზების აღმოფხვრის ვადების დარღვევას თან უნდა მოჰყვეს მომხმარებლისათვის პირგასამტეხლოს გადახდა მომსახურების ღირებულების ერთი პროცენტის ოდენობით.
მხარეთა მოლაპარაკების თანახმად აღნიშნული პირგასამტეხლო მომხმარებლის არჩევით შეიძლება გადახდილი იყოს:
ა) მომსახურების ღირებულების შემცირებით;
ბ) მომხმარებლისათვის დამატებითი მომსახურების უსასყიდლო გაწევით.
შემოსული პრეტენზიების დაკმაყოფილება ხდება მხარეთა ურთიერთშეთანხმებით.