„საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებისთვის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის საჯარიმო ქვითრის გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირის განსაზღვრის, საჯარიმო ქვითრის ფორმის, მისი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“ საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის 2024 წლის 18 ივლისის N37/ნ ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორის ბრძანება №43/ნ |
|
2024 წლის 6 დეკემბერი ქ. თბილისი |
1. ბრძანების სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესის შესახებ“.
2. ბრძანების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1
დამტკიცდეს თანდართული „ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესი.“.
3. ბრძანებით დამტკიცებული წესის:
ა) სათაური ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეებთან დაკავშირებით საჯარო სამართლის იურიდიული პირის − სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს უფლებამოსილი პირების მიერ შესადგენი დოკუმენტების ფორმების დამტკიცების, მათი შევსებისა და წარდგენის წესი“;
ბ) პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი განსაზღვრავს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) მიერ საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისთვის გათვალისწინებული სამართალდარღვევისთვის შესადგენი დოკუმენტების გამოწერის უფლებამოსილების მქონე პირებს განსაზღვრის, მათი შევსებისა და წარდგენის პროცედურებს.“;
გ) მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. საჯარიმო ქვითრის სახეები
საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ან საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის საქმიანობის უნებართვოდ განხორციელებისთვის, სატრანსპორტო საშუალებების ინსპექტირების ცენტრის მიერ „ავტოსატრანსპორტო საშუალებებისა და მათი მისაბმელების პერიოდული ტექნიკური ინსპექტირების შესახებ“ ტექნიკური რეგლამენტის დარღვევისთვის და „საგზაო მოძრაობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული გზისპირა ზონაში საგზაო ინსპექტირების შედეგად გამოვლენილი შესაბამისი მოთხოვნების დარღვევისთვის სამართალდამრღვევს საჯარიმო ქვითარი გამოეწერება მატერიალური ან ელექტრონული ფორმით.“;
დ) მე-4 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №1-ის შესაბამისად და ივსება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185, 1186 მუხლების და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე.
2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185, 1186 მუხლების და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, თუ იგი არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.“;
ე) მე-5 მუხლის:
ე.ა) პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„1. ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ფორმა განისაზღვრება ამ წესის დანართი №3-ის შესაბამისად და ივსება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185, 1186 მუხლების და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე. ელექტრონული საჯარიმო ქვითარი არ წარმოადგენს მკაცრი აღრიცხვის დოკუმენტს.
2. უფლებამოსილი პირი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185, 1186 მუხლების და 1271 მუხლის 14, 15, 21 და 22 ნაწილებით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევის საქმეს, თუ იგი არ საჭიროებს დამატებით ადმინისტრაციულ გამოკვლევას, ადგილზე განიხილავს და დამრღვევს ადგილზე შეუფარდებს ადმინისტრაციულ სახდელს, რაც გულისხმობს საქმის ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ გამორკვევას, მის გადაწყვეტას საქართველოს კანონმდებლობასთან ზუსტი შესაბამისობით, ადგილზე ადმინისტრაციული სახდელის დადებას და ელექტრონული საჯარიმო ქვითრის ჩაბარებას დამრღვევისათვის.“;
ე.ბ) მე-6 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე1“ ქვეპუნქტი:
„ე1) მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) სახელი, გვარი, პირადი მონაცემები, ხელმოწერა;“;
ვ) მე-6 მუხლის მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1185 მუხლით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის ვიდეოფირზე ან/და ფოტოფირზე დაფიქსირების შემთხვევაში აღნიშნული სამართალდარღვევის ჩამდენ პირს მის მიმართ გამოწერილი საჯარიმო ქვითარი რეგისტრაციის ადგილის მიხედვით (რეგისტრაციის მისამართზე) ეგზავნება, რომლის განმეორებით ჩაუბარებლოს შემთხვევაში სააგენტო უზრუნველყოფს აღნიშნული საჯარიმო ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას სააგენტოს ოფიციალურ ვებგვერდზე (LTA.GOV.GE ).“.
ზ) დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 3 იანვრიდან.
|