1. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია დროულად აღმოფხვრას დაზიანებები.
2. გაუმართავი მომსახურების შესახებ მომხმარებლის შეტყობინების მიღების შემთხვევაში, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია შეამოწმოს სატელეფონო ხაზი შეტყობინების შემოსვლიდან არა უგვიანეს 1 დღის განმავლობაში. იმ შემთხვევაში თუ:
ა) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მომსახურების მიმწოდებლის მხარეზეა, ეს უკანასკნელი ვალდებულია დაზიანება აღმოფხვრას უფასოდ;
ბ) დაზიანება სადემარკაციო წერტილიდან მომხმარებლის მხარეზეა, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აცნობოს ბოლო მომხმარებელს ამის შესახებ და შესთავაზოს მას დაზიანების აღმოფხვრა თანხის გადახდით მომსახურების მიმწოდებლის მიერ დადგენილი ტარიფის შესაბამისად