1. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომსახურების შეწყვეტა დაიშვება მხოლოდ მომხმარებლის მიერ სააბონენტო მომსახურების საფასურის 60 დღის განმავლობაში გადაუხდელობის შემთხვევაში.
2. დაუშვებელია ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებლის მიერ მომხმარებლისაგან სააბონენტო თანხის მიღებაზე უარის თქმა იმ მოტივით, რომ აბონენტს გააჩნია სხვა მომსახურების დავალიანება.
3. მომსახურების შეწყვეტის საფუძველი ასევე შეიძლება იყოს მომსახურების შეზღუდვის საფუძვლის 90 დღის ვადაში აღმოუფხვრელობა