1. ხელშეკრულება მომსახურების გაწევის შესახებ უნდა შეიცავდეს:
ა) მომსახურების მიმწოდებლის ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას, დასახელებასა და მისამართს;
ბ) მომხმარებლის ვინაობასა და მისამართს;
გ) პირობებს მიწოდებული მომსახურების სახის, ხარისხისა და პირველადი ჩართვის ვადის შესახებ;
დ) მომხმარებლისათვის მისაწოდებელი მომსახურების პაკეტს;
ე) მომსახურების მიმწოდებლის მიერ გაწეული ძირითადი და გაფართოებული საკომუნიკაციო მომსახურების სახეებსა და ტარიფებს დანართის სახით;
ვ) მომსახურების მიწოდების შეზღუდვისა და შეწყვეტის პირობებს;
ზ) დაზიანების აღმოფხვრის პირობებსა და ვადებს;
თ) ინფორმაციულ უზრუნველყოფის პირობებს, მათ შორის, დეტალურ ინფორმაციას მომსახურების ტარიფების, აგრეთვე ცვლილებების შემთხვევაში განახლებული ინფორმაციის მიღების შესახებ;
ი) გადახდის ფორმებსა და შეღავათებს;
კ) ხელშეკრულების მოქმედების ვადის, ვადის შეწყვეტისა და გაგრძელების პირობებს;
ლ) ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გაწევის ხარისხის დაცვის უზრუნველყოფისა და აღნიშნული ხარისხობრივი მაჩვენებლების დაუცველობის შემთხვევაში გათვალისწინებულ საკომპენსაციო მექანიზმებს;
მ) მომსახურებასთან დაკავშირებული საჩივრებისა და პრეტენზიების წარდგენის და დავის გადაწყვეტის პროცედურას.
2. ახალი ან გაფართოებული მომსახურების გაწევის შესახებ მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის იდება დამატებითი ხელშეკრულება.
3. ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების სახის ცვლილებებთან დაკავშირებით შეტყობინება ხდება მხოლოდ წერილობითი ფორმით.
4. მომსახურების გაწევის შესახებ ხელშეკრულებების ფორმების დადგენისას ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების და პირობების გარდა, მათში შეიძლება შეტანილ იქნეს დამატებითი მოთხოვნები და პირობები, რომლებიც არ არღვევენ მომხმარებლის უფლებებს
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.06.2022
მუხლი 12. ხელშეკრულება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესახებ
თავი III — ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება
მეზობელი მუხლები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფა
- მუხლი 5. მომხმარებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებელთან დაცული ინფორმაცია
- მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულება
- მუხლი 9. ძირითადი და გაფართოებული საკომუნიკაციო მომსახურების სახეები
- მუხლი 10. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გაწევის წესი და პირობები
- მუხლი 13. მომსახურების შეზღუდვის წესები და პირობები
- მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 15. დაზიანება და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები
- მუხლი 16. შეტყობინება მომსახურების შეზღუდვისა შესახებ
- მუხლი 17. მომსახურების შეჩერება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 12, №3, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.008.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63556/muxli-12/