1. მომხმარებელს უფლება აქვს მომსახურების მიმწოდებლისაგან შეუფერხებლად და უფასოდ მიიღოს ინფორმაცია, მათ შორის არსებული და დაგეგმილი მომსახურების, გაწეული ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების ტარიფების, მომსახურების მიწოდებისა და ანგარიშსწორების პირობების, მათ შორის გაფართოებული მომსახურების მიღების პირობებისა და საშეღავათო სისტემის შესახებ, საანგარიშო პერიოდის დეტალური ბილინგის მონაცემების შესახებ, ხოლო განსაზღვრული თანხის გადახდის შემთხვევაში – მოითხოვოს განსაზღვრულ (არასაანგარიშო) პერიოდზე დეტალური ანგარიში.
2. მომსახურების მიმწოდებელი მომხმარებელთა ინფორმაციული უზრუნველყოფისათვის მომხმარებელს მიაწვდის საინფორმაციო კატალოგებს საჩივრისა და საპრეტენზიო განცხადების შეტყობინების უფასო ნომრების მითითებით.
3. მომსახურების მიმწოდებელი მომსახურების წესისა და პირობების ნებისმიერი ცვლილების თაობაზე ატყობინებს მომხმარებელს არა უგვიანეს 10 სამუშაო დღით ადრე.
4. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია მომსახურების გაწევის შესაბამისი თვის მომდევნო თვის ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებითა და დადგენილ რიცხვში მიაწოდოს მომხმარებელს ანგარიში