ეს რეგლამენტი ადგენს მომხმარებლისათვის ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურების მიწოდების ზოგად წესებს, აგრეთვე ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გაწევის წესებსა და პირობებს, რაც სავალდებულოა შესასრულებლად ამ ტიპის საკომუნიკაციო მომსახურების ნებისმიერი მიმწოდებლისა და მომხმარებლისათვის. მისი მიზანია უზრუნველყოს სათანადო მომსახურება და მომხმარებელთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაცვა