1. მომსახურების მიმწოდებელთან დაცული უნდა იყოს ინფორმაცია, რომელიც შეიცავს მომხმარებლის შესახებ სულ ცოტა შემდეგ მონაცემებს:
ა) მომხმარებლის სახელსა და გვარს;
ბ) მომსახურების მიწოდების ადგილმდებარეობას და მომსახურების სახეობას;
გ) გაწეული მომსახურების ოდენობასა და საფასურს, თარიღსა და საერთო თანხის ოდენობას დღგ-ს ჩათვლით;
დ) გადახდის ვადას ან თარიღს.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია დაცულია მომსახურების შესახებ ხელშეკრულების შეწყვეტიდან 1 წლის განმავლობაში, ხოლო „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია დაცულია მომსახურების გაწევიდან 3 წლის განმავლობაში
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.06.2022
მუხლი 5. მომხმარებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებელთან დაცული ინფორმაცია
თავი II — ინფორმაცია
მთავარი მონაცემები
- ვადა 1 წლის განმავლობაში
- ვადა 3 წლის განმავლობაში
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. რეგლამენტის ნორმატიული საფუძვლები
- მუხლი 2. რეგლამენტის მიზნები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფა
- მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულება
- მუხლი 9. ძირითადი და გაფართოებული საკომუნიკაციო მომსახურების სახეები
- მუხლი 10. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გაწევის წესი და პირობები
- მუხლი 12. ხელშეკრულება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესახებ
- მუხლი 13. მომსახურების შეზღუდვის წესები და პირობები
- მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 15. დაზიანება და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 5, №3, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.008.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63556/muxli-5/