1. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურება წარმოებს მომხმარებელსა და მომსახურების მიმწოდებელს შორის წერილობითი დადებული ხელშეკრულების საფუძველზე.
2. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიღების თაობაზე მომხმარებელი განცხადებით მიმართავს მომსახურების მიმწოდებელს.
3. განცხადებები ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების მიღების შესახებ აღრიცხვაზე აიყვანება და დაკმაყოფილდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ არსებობს ბინის მესაკუთრის ან ამ უკანასკნელის მიერ გაცემული ნოტარიულად გაფორმებული მინდობილობის საფუძველზე მოქმედი უფლებამოსილი პირის თანხმობა.
4. მომსახურების მიმწოდებელი განცხადებას ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესახებ აკმაყოფილებს 15 სამუშაო დღის ვადაში რიგითობის წესით, თანაბარი პირობებით, დისკრიმინაციის გარეშე, იმ უპირატესობების და შეღავათების გათვალისწინებით, რომლებიც განსაზღვრულია საქართველოს კანონმდებლობით.
5. განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შემთხვევაში, განცხადების მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში მომსახურების მიმწოდებელი იღებს დასაბუთებულ გადაწყვეტილებას განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ, რაც დაუყონებლივ ეცნობება განმცხადებელს.
6. თუ მომსახურების მიმწოდებელს არ გააჩნია ტელეფონის დადგმისათვის საჭირო თავისუფალი სახაზო-საკაბელო წყვილი ან ტელეფონის დადგმა ტექნიკურად შეუძლებელია, მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია აღნიშნული ინფორმაცია გამოაქვეყნოს სათაო ოფისში და საგადასახადო პუნქტებში, ასევე მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით.
7. მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია საკუთარი აბონენტისათვის უფასოდ ხელმისაწვდომი გახადოს საგანგებო მომსახურების სატელეფონო ნომრები
ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 09.06.2022
მუხლი 10. ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების გაწევის წესი და პირობები
თავი III — ელექტრონული საკომუნიკაციო მომსახურება
მთავარი მონაცემები
- ვადა 15 სამუშაო დღის ვადაში
- ვადა 5 სამუშაო დღის ვადაში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 2. რეგლამენტის მიზნები
- მუხლი 3. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 4. საინფორმაციო და საანგარიშსწორებო უზრუნველყოფა
- მუხლი 5. მომხმარებლის შესახებ მომსახურების მიმწოდებელთან დაცული ინფორმაცია
- მუხლი 6. მომსახურების მიმწოდებლის მიერ კომისიის საინფორმაციო უზრუნველყოფის ვალდებულება
- მუხლი 9. ძირითადი და გაფართოებული საკომუნიკაციო მომსახურების სახეები
- მუხლი 12. ხელშეკრულება ადგილობრივი საკომუნიკაციო ქსელებითა და საშუალებებით მომსახურების შესახებ
- მუხლი 13. მომსახურების შეზღუდვის წესები და პირობები
- მუხლი 14. მომსახურების შეწყვეტა
- მუხლი 15. დაზიანება და სხვა ფორსმაჟორული გარემოებები
- მუხლი 16. შეტყობინება მომსახურების შეზღუდვისა შესახებ
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის დადგენილება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 10, №3, 17.03.2006, სარეგისტრაციო კოდი 320.110.000.17.010.008.290 (კონსოლიდირებული რედაქცია 09.06.2022). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/63556/muxli-10/