„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №100 |
|
2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ: |
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 16.12.2019, 040030000.22.034.016928) დამტკიცებული დებულების:
1. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება;“. 2. მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) ცენტრალური სამედიცინო კომისია (ცსკ);“. 3. მე-4 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 4. ცენტრალური სამედიცინო კომისია (ცსკ) ცენტრალური სამედიცინო კომისიის (ცსკ) ფუნქციებია: ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო კომისიის ორგანიზება და ჩატარება; ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში წოდებით მისაღებ პირთა სამედიცინო შემოწმების უზრუნველყოფა სამსახურთან ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით, ასევე მიღებული მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება მათი შემდგომი სამსახურებრივი საქმიანობისათვის ვარგისიანობის/შესაბამისობის დადგენის მიზნით; გ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიკლინიკის (სამმართველო) ბაზაზე არსებული კომისიის მიერ დადგენილი სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის სამსახურთან შეუსაბამობის დადასტურება; დ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მოსამსახურეთა და სამსახურიდან დათხოვნილ პირთა დაავადებებისა და დასახიჩრების სამსახურის გავლასთან მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა; ე) საჭიროებისამებრ, სავალდებულო სამსახურში გაწვეული სამხედრო მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობის სამხედრო სამსახურთან შეუსაბამობის დადგენა; ვ) წარმოებული დოკუმენტაციის დაარქივება; ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებების განხორციელება.“. 4. მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პოლიკლინიკის (სამმართველო) ბაზაზე არსებული კომისიის მიერ, სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის სავალდებულო და საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების სამედიცინო შემოწმება შემდგომი სამსახურისათვის ვარგისიანობის დადგენის მიზნით;“. 5. მე-16 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „მუხლი 16. გარდამავალი და დასკვნითი დებულებები 1. ამ დებულების მე-4 მუხლის „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებისა და მე-5 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტის მოქმედება გავრცელდეს სამინისტროსა და საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში 2025 წლის 1 იანვრამდე წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურის გასავლელად დანიშნულ/ჩარიცხულ პირებზე. 2. ამ დებულების გაუქმება, მასში ცვლილებისა და დამატების შეტანა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან. |
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 27.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 27.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №100. სარეგისტრაციო კოდი — 040030000.22.034.017525.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 27.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ჯანმრთელობის დაცვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2019 წლის 13 დეკემბრის №103 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №100, 27.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 040030000.22.034.017525 (კონსოლიდირებული რედაქცია 27.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6364415/