„საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მთავრობის დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №449 |
|
2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი |
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 29 ნოემბრის №396 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 29/11/2024, 280060000.10.003.024791) შეტანილ იქნეს ცვლილება და დადგენილებით დამტკიცებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს წევრების შერჩევისა და დანიშვნის წესის“:
1. მე-5 მუხლის: ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. კანდიდატის მიერ წარდგენილი აპლიკაცია უნდა აკმაყოფილებდეს ვაკანსიის განცხადებაში მითითებულ ფორმალურ მოთხოვნებს, მათ შორის, კანდიდატმა უნდა წარადგინოს ვაკანსიის განცხადებაში მოთხოვნილი ინფორმაცია/დოკუმენტები სრულად და ჯეროვნად.“; ბ) მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „ა) კანდიდატს უნდა გააჩნდეს, სულ მცირე, ბაკალავრის ხარისხი. ვაკანსიის განცხადებით შესაძლოა, დაზუსტდეს მოთხოვნილი ხარისხის სპეციალობები;“; გ) მე-12 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „12. იმ შემთხვევაში, თუ სამდივნო ვერ განსაზღვრავს, აკმაყოფილებს თუ არა კანდიდატი ამ მუხლის მე-8 – მე-11 პუნქტებით განსაზღვრულ მოთხოვნებს, აღნიშნული აპლიკაცია გადაეცემა შესარჩევ კომისიას, რომელიც, კომისიის წევრთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით, გადაწყვეტს, უნდა გადავიდეს თუ არა შესაბამისი კანდიდატი შერჩევის პროცესის შემდგომ ეტაპზე.“. 2. მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შემდგომ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ე“ ქვეპუნქტი: „ე) საჭიროების შემთხვევაში, ამ წესითა და ვაკანსიის განცხადებით გათვალისწინებული ინფორმაციის/დოკუმენტების სათანადო წესით დამოწმებას.“. 3. მე-8 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „1. მმართველობითი საბჭოს პროფესიონალი წევრის ანაზღაურება უნდა შეთანხმდეს ინდივიდუალურად შესარჩევ კომისიასა და შესაბამის კანდიდატს შორის. შეთანხმებული ანაზღაურება, საშემოსავლო გადასახადისა და ნებისმიერი დანამატის ჩათვლით, ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის არ უნდა აღემატებოდეს 190,000 ლარს წლიურად, ხოლო 250,000 ლარს წლიურად − ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად დანიშნული წევრებისათვის. მმართველობითი საბჭოს წევრს ანაზღაურება უნდა მიეცეს ყოველთვიურად.“. 4. დანართ 1-ის: ა) „შეფასების ფურცელი ამ წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული კანდიდატებისათვის“ ცხრილის კრიტერიუმი 1-ის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
ბ) „შეფასების ფურცელი ამ წესის პირველი მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული კანდიდატებისათვის“ ცხრილის კრიტერიუმი 1-ის გრაფა ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
|
|