1. ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ უსაფრთხოების სერტიფიკატის და უსაფრთხოების ავტორიზაციის მინიჭების შემდგომ, სარკინიგზო საწარმოების და ინფრასტრუქტურის მენეჯერების ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობ