1. სააგენტო ზედამხედველობის გეგმას  შეიმუშავებს  სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის ანალიზის და რისკების შეფასების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წყაროები შეიძლება მოიცავდეს:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას;

ბ) წინა საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს;

გ) ქვესისტემების ან სატრანსპორტო საშუალებების ავტორიზაციების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას;

დ) მოკვლევის ბიუროს ანგარიშებს/რეკომენდაციებს;

ე) სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების ამსახველ სხვა ანგარიშებს ან მონაცემებს;

ვ) სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს უსაფრთხოების შესახებ;

ზ) ტექნიკურ მომსახურებაზე პასუხისმგებელი სუბიექტების ანგარიშებს;

თ) მოქალაქეებისგან ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებულ საჩივრებს;

ი) რისკების შეფასების შედეგებს;

კ) ტექნოლოგიურ სიახლეებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.

4. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავებისას, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და რისკის შეფასების გარდა, ასევე ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს არსებულ რისკებს.

5. სააგენტო ზედამხედველობის გეგმით განსაზღვრავს ზედამხედველობის სახეს, პერიოდულობასა და სიხშირეს უსაფრთხოების სერტიფიკატებისა და უსაფრთხოების ავტორიზაციების მოქმედების პერიოდის განმავლობაში.

6. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავების ეტაპზე ითვალისწინებს საჭირო ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების არსებობას.

7. სააგენტო ზედამხედველობის დაწყებამდე ზედამხედველობის გეგმას აცნობს სარკინიგზო საწარმოს ან ინფრასტრუქტურის მენეჯერს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

8. სააგენტო, საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ასრულებს გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო ზედამხედველობას უწევს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და განიხილავს  უსაფრთხოების სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერების ან  გაუქმების საკითხს, აგრეთვე დაყოვნების გარეშე გასცემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს უსაფრთხოების სხვა ზომებს;

გ) აფასებს რამდენად სრულყოფილად და დროულად შეძლო სარკინიგზო საწარმომ ან ინფრასტრუქტურის მენეჯერმა სამოქმედო გეგმ(ებ)ის შესრულება შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად ან გადასაჭრელად.

9. საზედამხედველო საქმიანობის შედეგები უნდა მოიცავდეს:

ა) სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან არსებულ შეუსაბამობებს;

ბ) სარკინიგზო საწარმოში ან ინფრასტრუქტურის მენეჯერთან არსებულ შეუსაბამობთან დაკავშირებით სავალდებულო მითითებების ან რეკომენდაციებს.

10. სააგენტო საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს უზიარებს შესაბამის სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერს.

11. ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სააგენტო აფასებს სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების უსაფრთხოების საერთო მაჩვენებლებს (CSIs).

12. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში სააგენტომ შესაძლოა გამოიყენოს უსაფრთხოების სერტიფიკატის ან უსაფრთხოების ავტორიზაციის მოქმედების შეჩერების/გაუქმების ან/და ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების ღონისძიებები.

13. ზედამხედველობის განხორციელებისას შეკრებილი ინფორმაციისა და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე სააგენტო:

ა) პერიოდულად აფასებს ზედამხედველობის გეგმას, რათა შეამოწმოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის გამოყენების, ზედამხედველობის შედეგებისა და რესურსების განაწილების ეფექტურობა და საჭიროების შემთხვევაში, ცვლის პრიორიტეტებს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს გეგმის ცვლილება