1. სააგენტო ზედამხედველობის გეგმას შეიმუშავებს სხვადასხვა წყაროებიდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის ანალიზისა და რისკების შეფასების საფუძველზე.

2. ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული წყაროები შეიძლება მოიცავდეს:

ა) უსაფრთხოების მართვის სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას;

ბ) ტექნიკური მომსახურების სისტემების შეფასებისას თავმოყრილ ინფორმაციას;

გ) წინა საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს;

დ) ქვესისტემების ან სარკინიგზო სატრანსპორტო საშუალებების ავტორიზაციების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციას;

ე) მოკვლევის ბიუროს ანგარიშებს/რეკომენდაციებს;

ვ) სარკინიგზო შემთხვევების/ინციდენტების ამსახველ ანგარიშებს ან მონაცემებს;

ზ) სარკინიგზო საწარმოების ან ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სააგენტოსთვის წარდგენილ ყოველწლიურ ანგარიშებს უსაფრთხოების შესახებ;

თ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირების ანგარიშებს;

ი) მოქალაქეებისგან ან სხვა შესაბამისი წყაროებიდან მიღებულ საჩივრებს;

კ) რისკების შეფასების შედეგებს;

ლ) ტექნოლოგიურ სიახლეებს.

3. სააგენტო უფლებამოსილია რისკების ანალიზისა და შესაბამისი მეთოდოლოგიის შემუშავების პროცესში მოიწვიოს და ჩართოს შესაბამისი კვალიფიკაციისა და გამოცდილების მქონე სპეციალისტი ან/და დარგის ექსპერტი.

4. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავებისას, არსებული ფაქტობრივი გარემოებებისა და რისკის შეფასების გარდა, ასევე ხელმძღვანელობს ეკონომიკური და სოციალური მოთხოვნების შესაბამისად, რომელიც, შესაძლოა, არ შეესაბამებოდეს არსებულ რისკებს.

5. სააგენტო ზედამხედველობის გეგმით განსაზღვრავს ზედამხედველობის სახეს, პერიოდულობასა და სიხშირეს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების პერიოდის განმავლობაში.

6. სააგენტო ზედამხედველობის გეგმის შემუშავების ეტაპზე ითვალისწინებს საჭირო ადამიანური, მატერიალური და ტექნიკური რესურსების არსებობას.

7. სააგენტო ზედამხედველობის დაწყებამდე ზედამხედველობის გეგმას აცნობს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს და საჭიროების შემთხვევაში, სხვა დაინტერესებულ მხარეებს.

8. სააგენტო, საზედამხედველო საქმიანობის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით:

ა) ასრულებს ზედამხედველობის გეგმით გათვალისწინებულ ღონისძიებებს;

ბ) გამოვლენილი შეუსაბამობის შემთხვევაში, ზედამხედველობას უწევს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და განიხილავს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საკითხს, აგრეთვე დაყოვნების გარეშე გასცემს უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ გამაფრთხილებელ შეტყობინებას და საჭიროების შემთხვევაში, მიმართავს უსაფრთხოების სხვა ზომებს;

გ) აფასებს რამდენად სრულყოფილად და დროულად შეძლო ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელმა პირმა სამოქმედო გეგმის შესრულება შეუსაბამობის აღმოსაფხვრელად.

9. საზედამხედველო საქმიანობის შედეგები უნდა მოიცავდეს:

ა) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირთან არსებულ შეუსაბამობებს;

ბ) სავალდებულო მითითებებს ან რეკომენდაციებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირთან არსებულ შეუსაბამობასთან დაკავშირებით.

10. სააგენტო საზედამხედველო საქმიანობის შედეგებს უზიარებს შესაბამის ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელ პირს.

11. ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სააგენტო აფასებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის უსაფრთხოების საერთო მაჩვენებლებს (CSIs).

12. მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტომ შესაძლოა გამოიყენოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების/გაუქმების ან/და საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების ღონისძიებები.

13. ზედამხედველობის განხორციელებისას შეკრებილი ინფორმაციისა და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე სააგენტო:

ა) პერიოდულად აფასებს ზედამხედველობის გეგმას, რათა შეამოწმოს სხვადასხვა წყაროდან მიღებული მონაცემების/ინფორმაციის გამოყენების, ზედამხედველობის შედეგებისა და რესურსების განაწილების ეფექტიანობა და საჭიროების შემთხვევაში, ცვლის პრიორიტეტებს;

ბ) საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ზედამხედველობის გეგმის ცვლილება