1. ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს მიერ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის გაცემის შემდეგ.

2. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, სააგენტო ამოწმებს და აფასებს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მხრიდან რამდენად ეფექტიანად სრულდება ტექნიკური მომსახურების სისტემა.

3. ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობები, რკინიგზის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი