1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ზედამხედველობას ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტო ზედამხედველობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი პრინციპებით:

ა) პროპორციულობა – სარკინიგზო უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებს, შეუსაბამობებსა და სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს შორის პროპორციულობის უზრუნველყოფა;

ბ) თანმიმდევრულობა – ერთგვაროვანი გარემოებების არსებობისას, სააგენტოს მხრიდან ერთგვაროვანი ღონისძიებების, მიდგომების გამოყენება;

გ) გამჭირვალობა – ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირისათვის ზედამხედველობის პროცედურებისა და გადაწყვეტილების მიღების პრინციპების ხელმისაწვდომობა;

დ) ანგარიშვალდებულება – სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების უზრუნველყოფა;

ე) თანამშრომლობა – სააგენტოს მიერ, სარკინიგზო უსაფრთხოების ხელმყოფი გარემოებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის და პრობლემისადმი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამის უწყებებთან ან/და პირებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

3. ინსპექტირებაში მონაწილე პირი არ უნდა ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის დამოუკიდებლობასა და მიუკერძოებლობაზე. ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირის/პირების შერჩევისას, სააგენტო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ინსპექტირების განხორციელებისას თავიდან იქნეს აცილებული ინტერესთა კონფლიქტი.

4. ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება ზედამხედველობის გეგმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ზედამხედველობის განხორციელებისას სააგენტოს მიერ მნიშვნელოვანი შეუსაბამობის გამოვლენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ზედამხედველობის ობიექტს მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება ან/და განიხილოს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მოქმედების შეჩერების ან გაუქმების საკითხი.

6. ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი გარემოებების ან/და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, თუ დასტურდება სამართალდარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახე