1. ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესი (შემდგომ – წესი) ადგენს სსიპ – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტოს (შემდგომ – სააგენტო) მიერ ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატის მინიჭების შემდგომ, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის ინსპექტირების, მონიტორინგისა და ზედამხედველობის განხორციელების წესსა და პირობებს.
2. ამ წესის მიზანია, უზრუნველყოს სააგენტოს თანმიმდევრული, თანაზომიერი, სამართლიანი, შედეგზე ორიენტირებული და ეფექტიანი საქმიანობ