1. ინფრასტრუქტურის მენეჯერისა და სარკინიგზო საწარმოს ზედამხედველობას  ახორციელებს სააგენტო.

2. სააგენტო ზედამხედველობის განხორციელებისას ხელმძღვანელობს შემდეგი  პრინციპებით:

ა) პროპორციულობა – უსაფრთხოებასთან დაკავშირებულ რისკებსა ან/და შეუსაბამობებსა და სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად განხორციელებულ ღონისძიებებს შორის პროპორციულობის უზრუნველყოფა;

ბ) თანმიმდევრულობა – ერთგვაროვანი გარემოებების არსებობისას სააგენტოს მხრიდან ერთგვაროვანი ღონისძიებების, მიდგომების გამოყენება;

გ) გამჭირვალობა – სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის ზედამხედველობის მარეგულირებელი პოლიტიკა-პროცედურების და გადაწყვეტილების მიღების პრინციპების ხელმისაწვდომობა;

დ) ანგარიშვალდებულება – სააგენტოს მიერ განხორციელებული ღონისძიებებისა და მიღებული გადაწყვეტილებების დასაბუთების უზრუნველყოფა;

ე) თანამშრომლობა – სააგენტოს მიერ, სარკინიგზო უსაფრთხოების ხელმყოფი გარემოებების თაობაზე ინფორმაციის გაცვლის და პრობლემისადმი ერთიანი ხედვის ჩამოყალიბების მიზნით, შესაბამის უწყებებთან ან/და პირებთან თანამშრომლობის უზრუნველყოფა.

3. ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირ(ებ)ის შერჩევისას სააგენტო იღებს ყველა საჭირო ზომას, რათა ინსპექტირების განხორციელებისას თავიდან იქნეს აცილებული  ინტერესთა კონფლიქტი. ინსპექტირებაში მონაწილე პირი არ უნდა ახორციელებდეს ისეთ საქმიანობას, რომელმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს მის გადაწყვეტილებათა დამოუკიდებლობაზე და მიუკერძოებლობაზე.

4. ინსპექტირების განხორციელების პერიოდულობა განისაზღვრება ზედამხედველობის გეგმით, რომელიც მტკიცდება სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

5. ზედამხედველობის განხორციელებისას სააგენტოს მიერ გამოვლენილი მნიშვნელოვანი შეუსაბამობის შემთხვევაში სააგენტო უფლებამოსილია მოსთხოვოს ზედამხედველობის ობიექტს მაკორექტირებელი ღონისძიების განხორციელება  ან/და განიხილოს უსაფრთხოების სერტიფიკატის/უსაფრთხოების ავტორიზაციის  მოქმედების შეჩერების ან  გაუქმების საკითხი.

6. ზედამხედველობის განხორციელებისას გამოვლენილი გარემოებების ან/და ზედამხედველობის შედეგების საფუძველზე, თუ დასტურდება სამართალდარღვევა, სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული პასუხისმგებლობის დაკისრების შესახე