1. ზედამხედველობა ხორციელდება სააგენტოს მიერ სარკინიგზო საწარმოსათვის უსაფრთხოების სერტიფიკატის, ხოლო ინფრასტრუქტურის მენეჯერებისათვის უსაფრთხოების ავტორიზაციის გაცემის შემდეგ.

2. ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით სააგენტო ამოწმებს და აფასებს სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მხრიდან რამდენად ეფექტურად სრულდება უსაფრთხოების მართვის სისტემა.

3. ზედამხედველობას შეიძლება დაექვემდებაროს სარკინიგზო საწარმოსა და ინფრასტუქტურის მენეჯერის მფლობელობაში არსებული ტექნიკური საშუალებები, შენობა-ნაგებობები, სარკინიგზო მოძრავი შემადგენლობები, რკინიგზის უსაფრთხოებასთან, ექსპლუატაციასთან და ტექნიკურ მომსახურებასთან დაკავშირებული პერსონალი, ასევე ნებისმიერი დოკუმენტი და ინფორმაცი