ტექნიკური რეგლამენტის − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე

მიღების თარიღი 27.12.2024
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №452
სარეგისტრაციო კოდი 360050000.10.003.024847 31
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 28/12/2024
847 სიტყვა · ~4 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
ტექნიკური რეგლამენტის − მაჭახელას დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 93% 13.09.2024 ტექნიკური რეგლამენტის − არაგვის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 88% 12.09.2024 ტექნიკური რეგლამენტის − თრუსოს დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება 86% 17.12.2024 საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების ტიპიური დებულების დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 86% 11.05.2018 ბირთვული და რადიოაქტიური მასალების არალეგალურ მიმოქცევაზე რეაგირების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 85% 08.04.2025

დოკუმენტის ტექსტი

ტექნიკური რეგლამენტის − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე საქართველოს მთავრობის დადგენილება №452 2024 წლის 27 დეკემბერი ქ. თბილისი ტექნიკური რეგლამენტის − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის დამტკიცების თაობაზე მუხლი 1🔗 „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-15 მუხლის მე-4 პუნქტის, მე-20 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-7 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის, აგრეთვე  პროდუქტის უსაფრთხოებისა და თავისუფალი მიმოქცევის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „ტექნიკური რეგლამენტი − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“. მუხლი 2🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე ტექნიკური რეგლამენტი − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი მუხლი 1🔗. ზოგადი დებულებანი „ტექნიკური რეგლამენტი − ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესი“ (შემდგომში − წესი) წარმოადგენს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ დოკუმენტს, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება მენეჯმენტის გეგმის დამტკიცებამდე და წარმოადგენს ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობების განმსაზღვრელ და სამენეჯმენტო ქმედებებით დაგეგმილ დროებით სახელმძღვანელო დოკუმენტს. მუხლი 2🔗. წესის რეგულირების სფერო ეს წესი არეგულირებს ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვისა და გამოყენების საკითხებს. მუხლი 3🔗. წესის ძირითადი მიზნები და ამოცანები 1. ამ წესის ძირითადი მიზნებია: ა) ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიულ-ფუნქციონალური ორგანიზაციის, მასზე არსებული ბუნებრივი რესურსების დაცვის, ამ რესურსებით სარგებლობის, აგრეთვე საქართველოს კანონმდებლობით დაშვებული სხვა საქმიანობის განვითარების საკითხების სამართლებრივი მოწესრიგება; ბ) ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში ეკოტურიზმის, ეკოლოგიური განათლების, დაცული ლანდშაფტის ინტერესებიდან გამომდინარე, სამეცნიერო საქმიანობისა და რეკრეაციის სფეროში შესაძლებლობათა ზრდის ხელშეწყობა; გ) ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვა და შენარჩუნება. 2. ამ წესის ძირითადი ამოცანებია: ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად, ხელი შეუწყოს ბიოლოგიური მრავალფეროვნებითა და ისტორიული და კულტურული თვალსაზრისით გამორჩეული, ბუნებრივი ან სახეცვლილი ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეების − ტანისა და თეძმის ხეობების ტერიტორიების დაცვას, აღდგენასა და გონივრულ გამოყენებას; ბ) ხელი შეუწყოს უნიკალური ბუნებრივი ეკოსისტემების ცალკეული ბუნებრივი კომპონენტების ანთროპოგენიზაციის შედეგად გადაგვარებისა და განადგურებისგან დაცვას; გ) ხელი შეუწყოს ბუნებრივ გარემოში რეკრეაციისა და ტურიზმის მდგრადი განვითარებისათვის ხელსაყრელი პირობების შექმნას; დ) ხელი შეუწყოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნებას, ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტების, განსაკუთრებით – გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი მცენარეებისა და ცხოველების გენეტიკური და სახეობრივი მრავალფეროვნების დაცვასა და აღდგენას; ე) ხელი შეუწყოს ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიისთვის მიკუთვნებული მიწის, წყლისა და სხვა ბუნებრივი რესურსების დაცვას, აღდგენასა და რაციონალურ გამოყენებას, გარემოსდაცვითი განათლებისა და მეცნიერული კვლევისთვის ხელსაყრელი პირობების შექმნას, აგრეთვე ისტორიული და კულტურული მემკვიდრეობის, ისტორიული და კულტურის ძეგლებისა და განაშენიანების ტიპის დაცვასა და შენარჩუნებას; ვ) ბუნების აქტიური დაცვითა და ტრადიციული ადგილობრივი საქმიანობების შენარჩუნებით, ხელი შეუწყოს ბუნებისა და კულტურის ურთიერთქმედების დაბალანსებას; ზ) ტანის დაცული ლანდშაფტის შესაბამისი რეჟიმის ფარგლებში,  უზრუნველყოს მიწის, წყლის, ცხოველთა და მცენარეთა სამყაროსა (მათ შორის, ტყეების) და სხვა ბუნებრივი რესურსების მოვლა, დაცვა, აღდგენა და ამ რესურსებით რაციონალური სარგებლობა. მუხლი 4🔗. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიის მდებარეობა და საერთო ფართობი 1. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი მდებარეობს გორის მუნიციპალიტეტში და მოიცავს ტანისა და თეძმის ხეობებს. 2. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორია მოიცავს „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-4 მუხლით განსაზღვრულ ტერიტორიას, საერთო ფართობით − 21864 ჰა. მუხლი 5🔗. ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში დაშვებული საქმიანობები 1. ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტი შექმნილია ეროვნული მნიშვნელობისა და დიდი ესთეტიკური ღირებულების მქონე ბუნებრივი ლანდშაფტისა და ადამიანისა და ბუნებრივი გარემოს ჰარმონიული ურთიერთობის შედეგად ჩამოყალიბებული ბუნებრივ-კულტურული ლანდშაფტის დასაცავად, სასიცოცხლო გარემოს შესანარჩუნებლად, რეკრეაციული, ტურისტული და ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განსახორციელებლად. 2. ტანისა და თეძმის დაცულ ლანდშაფტში, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონისა და „ტანისა და თეძმის დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, აკრძალულია ყოველგვარი საქმიანობა, გარდა: ა) მონიტორინგის სამუშაოთა წარმოებისა; ბ) ბუნებრივი რესურსების აღრიცხვისა; გ) ფეხითა და ცხენით გადაადგილებისა; დ) გზებზე ძრავის გარეშე და ძრავიანი ტრანსპორტით გადაადგილებისა; ე) ვიზიტორთა ყოფნა-გადაადგილებისა; ვ) გზების მოვლისა, ბილიკების მოვლისა და მოწყობისა; ზ) საკადასტრო სამუშაოების საქმიანობისა; თ) დაცვისა და მოვლის ღონისძიებებისა; ი) ბუნებრივი გარემოსა და ისტორიული და კულტურის ძეგლების დაცვისა, მოვლა-პატრონობისა და აღდგენისა; კ) არამანიპულაციური და მანიპულაციური მეცნიერული კვლევის ჩატარებისა; ლ) ბუნებრივი ეკოსისტემებისა და მათ ფარგლებში ბუნებრივად გავრცელებული სახეობების კონსერვაციისა და აღდგენისა; მ) რეკრეაციული, ტურისტული და საგანმანათლებლო საქმიანობების განხორციელებისა; ნ) განახლებადი ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობისა; ო) ტრადიციული სასოფლო-სამეურნეო საქმიანობების განხორციელებისა, მათ შორის, მხოლოდ ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ტერიტორიაზე სამშენებლო საქმიანობის განსახორციელებლად არაგანახლებადი ბუნებრივი რესურსით (ქვიშა-ხრეში) სარგებლობისა; პ) სახელმწიფოებრივი და საზოგადოებრივი მნიშვნელობის მქონე ინფრასტრუქტურული ობიექტების მშენებლობისა, მათ შორის, ისეთი ენერგეტიკული ობიექტების მშენებლობისა, რომლებიც არ ექვემდებარება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ გარემოზე ზემოქმედების შეფასების პროცედურას, მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობის საყოფაცხოვრებო პირობების გასაუმჯობესებლად და ტურიზმისა და რეგიონის განვითარების ხელშეწყობისთვის, ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის ვიზუალური მხარის შეუცვლელად; ჟ) ტურიზმისა და ტანისა და თეძმის დაცული ლანდშაფტის განვითარებისთვის აუცილებელი ინფრასტრუქტურის მოწყობისა; რ) სტიქიური უბედურებების, კატასტროფის, საგანგებო მდგომარეობისა და აღდგენითი სამუშაოების დროს სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელების მიზნით, ავტო, მოტო და საჰაერო სატრანსპორტო საშუალებებით გადაადგილებისა; ს) ადგილობრივი მოსახლეობის სასმელი წყლით უზრუნველყოფისა; ტ) სპორტული და სამოყვარულო თევზჭერისა; უ) საფუტკრეების მოწყობისა; ფ) საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით დაშვებული სხვა საქმიანობების განხორციელებისა; ქ) ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროების გათვალისწინებით, სამეურნეო ჭრითა და სანიტარიული ჭრით ხეტყის (მრგვალი ხეტყისა (მორის) და საშეშე მერქნის) დამზადებისა, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად; ღ) ტყით საერთო სარგებლობისა, საკურორტო, რეკრეაციული, სპორტული და სხვა კულტურულ-გამაჯანსაღებელი მიზნებით ტყითსარგებლობისა, სამეცნიერო-კვლევითი და სასწავლო მიზნებით ტყითსარგებლობისა, ელექტრონული საკომუნიკაციო ქსელების სახაზო ნაგებობის განთავსებისა და განსაკუთრებული დანიშნულებით ტყით სპეციალური სარგებლობისა (გარდა წიაღის შესწავლისა ან/და მოპოვებისა), საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.