პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:
ა) კიბოს სკრინინგს, გარდა ქ. თბილისში იურიდიულ მისამართზე რეგისტრირებული მოსარგებლეებისა, (ხოლო ორგანიზებული სკრინინგის (ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს, კოლორექტული კიბოს) ღონისძიებებს, მოსარგებლეების რეგისტრაციის მისამართის მიუხედავად), სსიპ – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციის ბოლო მისამართის მიხედვით, მათ შორის:
ა.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი 40-დან 70 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
ა.ა.ა) ძუძუს ფიზიკალურ გასინჯვას და მამოგრაფიულ გამოკვლევას, სტანდარტულ − პირდაპირ და ირიბ პროექციაში (2 რადიოლოგის მიერ ერთმანეთის დამოუკიდებლად წაკითხვით);
ა.ა.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ძუძუს ულტრაბგერითი გამოკვლევა და საჭიროების შემთხვევაში ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსიას;
ა.ა.გ) აღებული ბიოფსიური მასალის და/ან ძუძუს დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიურ კვლევას;
ა.ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი 25-60 წლის ჩათვლით ასაკის ქალებში, რომელიც მოიცავს:
ა.ბ.ა) ოჯახის ექიმის და/ან გინეკოლოგის მიერ გასინჯვას/დათვალიერებას და ცერვიკალური ნაცხის აღებას;
ა.ბ.ბ) პაპ-ტესტის (PAP–ტესტი) ჩატარებას ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით 25-დან 30 წლამდე ასაკის მოსარგებლეებში;
ა.ბ.გ) HPV დნმ-ის განსაზღვრის ტესტის ჩატარებას 30 წლიდან 60 წლის ასაკის ჩათვლით მოსარგებლეებში;
ა.ბ.დ) HPV ტესტით დადებითი შემთხვევების ტრიაჟს სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის საფუძველზე;
ა.ბ.ე) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპიას და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას;
ა.ბ.ვ) აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიურ კვლევას;
ა.გ) კოლორექტული კიბოს სკრინინგი 50-70 წლის ასაკის ჩათვლით ორივე სქესისათვის, რომელიც მოიცავს:
ა.გ.ა) ფარულ სისხლდენაზე სპეციალური FOBT ან FIT (ხარისხობრივი ან რაოდენობრივი) ტესტის ჩატარებას;
ა.გ.ბ) პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლონოსკოპიას (გაუტკივარებით ან გაუტკივარების გარეშე) და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღებას (მათ შორის, მცირე ზომის პოლიპების ამოკვეთა);
ა.გ.გ) აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიურ კვლევას;
ა.დ) პროსტატის კიბოს მართვა 50-70 წლის ასაკის ჩათვლით მამაკაცებში, ოჯახის ექიმის ან შესაბამისი სპეციალისტის მიმართვით, რომელიც მოიცავს სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევას:
ა.დ.ა) სისხლში საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის (PSA) განსაზღვრას;
ა.დ.ბ) საერთო პროსტატის კიბოს სპეციფიკური ანტიგენის მაჩვენებლის ე.წ. რუხ ზონაში დაფიქსირების შემთხვევაში შრატში თავისუფალი PSA-სა და მათი თანაფარდობის განსაზღვრას.
ა.ე) კიბოს ორგანიზებულ სკრინინგის ღონისძიებებს რაც მოიცავს საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებლების, სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამის მიმწოდებლების და კერძო სადაზღვევო პაკეტების ფარგლებში ოჯახის ექიმის სერვისის მიმწოდებლების მიერ:
ა.ე.ა) სკრინინგს დაქვემდებარებულ პირებთან საინფორმაციო-საგანმანათლებლო სამუშაოების ჩატარებას (როგორც სატელეფონო კომუნიკაციის, ასევე თვითდინებით მისულ პაციენტებთან უშუალო კომუნიკაციის გზით) მათი კიბოს სკრინინგის (მ.შ. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მიერ დაფინანსებულ) პროგრამაში ორგანიზებულად ჩართვის მიზნით;
ა.ე.ბ) ძუძუს კიბოს, საშვილოსნოს ყელის კიბოს და/ან კოლორექტული კიბოს სკრინინგის მომსახურების მისაღებად, კიბოს სკრინინგის სერვისის მიმწოდებელთან ბენეფიციარების ვიზიტის დაჯავშნას სპეციალურ ელექტრონულ სისტემაში, მათი ინფორმირებული თანხმობის საფუძველზე.
ბ) 1-დან 6 წლამდე ასაკის ბავშვთა მსუბუქი და საშუალო ხარისხის მენტალური განვითარების დარღვევების პრევენცია, ადრეული დიაგნოსტიკა და გონებრივი ჩამორჩენილობის პროფილაქტიკა მოიცავს ბავშვის მსხვილი და ნატიფი მოტორიკის, ექსპრესიული და რეცეპტული მეტყველების, კომუნიკაციის, შემეცნებითი უნარების, თვითმომსახურების სფეროების შეფასებას, ბავშვის ფსიქიკური განვითარების ასაკობრივ ნორმასთან შესაბამისობის დადგენას, დიაგნოსტირებულ ბავშვებში ინტერვენციისა და განვითარების ინდივიდუალური გეგმების შემუშავებას;
გ) ეპილეფსიის დიაგნოსტიკასა და ზედამხედველობას, რაც მოიცავს ეპილეფსიის რეესტრის წარმოებას, 18 წლამდე ასაკის და 18 წლის და უფროსი ასაკის პირებში ეპილეფსიის პირველად დიაგნოსტიკასა და დიაგნოზის დადასტურების მიზნით პაციენტის ჩაღრმავებულ კვლევებს;
დ) დღენაკლულთა რეტინოპათიის სკრინინგი, რაც მოიცავს დღენაკლული ახალშობილების გამოკვლევას რეტინოპათიის დიაგნოსტირებისათვის, დღენაკლულთა რეტინოპათიის ეროვნული პროტოკოლის მიხედვით, სკრინინგის კრიტერიუმების შესაბამისად;
ე) სისხლში ტყვიის შემცველობის ბიომონიტორინგის კომპონენტს, რაც მოიცავს:
ე.ა) სამედიცინო ჩვენებიდან გამომდინარე, ოჯახის ექიმისა და/ან პედიატრის რეფერალის საფუძველზე, 7 წლამდე ასაკის ბავშვების გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე;
ე.ბ) ქ.თბილისში, აჭარის ა/რ-ის, იმერეთის, კახეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ტყვიაზე ზედამხედველობის პილოტური სისტემის დანერგვის ფარგლებში, საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებების მიერ მათთან რეგისტრირებული კონტინგენტიდან, შემთხვევითი შერჩევის პრინციპით შერჩეული 5-დან 7 წლამდე ასაკის ბავშვების წინასწარ განსაზღვრული რაოდენობის გამოკვლევას სისხლში ტყვიის შემცველობაზე (საკვლევი ნიმუშის აღებას, სპეციალური კითხვარის შევსებას და ცენტრისთვის მიწოდებას, ცენტრის ქიმიურ რისკ-ფაქტორთა ლაბორატორიის ბაზაზე ტესტირების მიზნით);
ე.გ) ზემოაღნიშნული კვლევების შედეგად (ასევე, 2024-2025 წლებში სხვადასხვა პროგრამებით, მ.შ. მუნიციპალური პროგრამებით და/ან საგრანტო პროექტებით გამოვლენილი (და/ან სახელმწიფო პროგრამაში მკურნალობის სერვისებში ჩართული) ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის მქონე 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულების) ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით, ასევე მათი ოჯახის წევრების (18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები) გამოკვლევას და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი სამედიცინო სერვისებით მოცვას. ასევე, ორსულობის მესამე ტრიმესტრში სისხლში ტყვიის 10მკგ/დლ-ის შემცველობის შემთხვევაში, მათი ახალშობილების გამოკვლევას ტყვიაზე და ბავშვის სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ-ის ან მეტი შემცველობის შემთხვევაში მათ უზრუნველყოფას შესაბამისი სამედიცინო სერვისებითა და მედიკამენტებით. კერძოდ:
ე.დ) სისხლში ტყვიის შემცველობის დონის განსაზღვრას გრაფიტული აბსორბციის ატომური სპექტრომეტრული ან/და პლაზმური მასპექტრომეტრული მეთოდით, დანართ №1.1-ის შესაბამისად;
ე.ე) დამატებით დიაგნოსტიკას, მათ შორის:
ე.ე.ა) ექიმი პედიატრის კონსულტაციას, რომელიც მოიცავს:
ე.ე.ა.ა) ბავშვის ფიზიკური და ფსიქიკური განვითარების შეფასებას, წინასწარ შედგენილი, სპეციალური კითხვარის მეშვეობით;
ე.ე.ა.ბ) ბავშვის კვებითი სტატუსის განსაზღვრას − კვების რაციონში ვიტამინების, კალციუმისა და რკინის შემცველობის შესახებ ინფორმაციის მიღება;
ე.ე.ა.გ) ბავშვის მშობლებისათვის (კანონიერი წარმომადგენლებისათვის) საერთაშორისო რეკომენდაციების გაცნობას, ტყვიით ექსპოზიციის შესაძლო წყაროების შესახებ;
ე.ე.ბ) დიაგნოსტიკური კვლევების ჩატარებას, დანართ №1.2-ის შესაბამისად;
ე.ვ) იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 5 მკგ/დლ-ზე, მედიკამენტებით (რკინის პრეპარატებით, კალციუმითა და მულტივიტამინებით) უზრუნველყოფას, ექიმის დანიშნულების შესაბამისად;
ე.ზ) იმ მოსარგებლეებისთვის, რომელთა სისხლში ტყვიის კონცენტრაცია შეადგენს ან მეტია 10 მკგ/დლ-ზე (მ.შ. აჭარის ა/რ დაფინანსებით მიმდინარე ტყვიაზე კვლევის პროგრამის ფარგლებში), ტყვიის პოტენციური წყაროების დადგენის მიზნით, შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის მანძილზე საცხოვრებელი გარემოს შესწავლას ახორციელებს ცენტრი, ეპიდკითხვარისა და სწრაფი დიაგნოსტიკის ხელსაწყოს მეშვეობით, ხოლო სურსათისა და გარე გარემოს რისკფაქტორების (ჰაერი, წყალი, ნიადაგი) შესწავლას – საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტოები.
ე.თ) ქ. თბილისში, კახეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში ტყვიაზე ზედამხედველობის პილოტური სისტემით, ტყვიის პოტენციური წყაროების დადგენის მიზნით, ამავე მუხლის „ე.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში გამოკვლეული ბავშვების ოჯახების საცხოვრებელი გარემოს შესწავლას, აღებული ნიმუშების გამოკვლევას ტყვიის შემცველობაზე ცენტრის მიერ დამტკიცებული პროტოკოლის შესაბამისად;ვ) პროგრამის ადმინისტრირებასა და მონიტორინგ