1. მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება მოსარგებლეს მიეწოდება არამატერიალიზებული ვაუჩერის სახით.
2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“, „ე.ზ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებისა) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.გ“, „ე.ბ“ და ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული კვლევების ჩასატარებლად ცენტრის ლაბორატორიებისათვის საჭირო საქონლის (ტესტები, რეაგენტები, სახარჯი მასალები, შესაბამისი ლაბორატორიის აპარატურის მოვლა-შენახვასთან დაკავშირებული საქონელი და მომსახურება) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად.
4. მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღონისძიებების განმახორციელებელია ცენტრ