1. მე-3 მუხლის „ა“, „დ“ და ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი სამედიცინო საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განმახორციელებლის მიერ დადგენილ კრიტერიუმებს, ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს. ამასთან, „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების შემთხვევაში:
ა) კიბოს სკრინინგის სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე პროგრამის ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებელთან (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც თავად არის რეგისტრირებული განმახორციელებელთან ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად), შესაბამისი მასალის ტრანსპორტირებისა და ცენტრალიზებულად ლაბორატორიული დიაგნოსტიკის განსახორციელებლად;
ბ) ძუძუს კიბოს სკრინინგის მიმწოდებლად რეგისტრაციისთვის სამედიცინო დაწესებულებას წინასწარ უნდა ჰქონდეს გაფორმებული ხელშეკრულება ამავე პროგრამის რეფერენს მიმწოდებელთან (პროგრამის მიზნებისთვის, რეფერენს მიმწოდებელია პირი, რომელთანაც დასაქმებულია მინიმუმ 2 რადიოლოგი/მამოლოგი, რომელთაც წინა საანგარიშო წლის განმავლობაში წაკითხული აქვთ მინიმუმ ხუთასი სურათი), გარდა იმ შემთხვევისა, როცა მასთან დასაქმებულია მინიმუმ ორი რადიოლოგი/მამოლოგი;
გ) ლაბორატორიული კვლევის მაღალი სტანდარტის უზრუნველყოფის მიზნით, ლაბორატორიული სერვისის მიმწოდებლად რეგისტრაციის მსურველი უნდა აკმაყოფილებდეს განმახორციელებლის მიერ დადგენილ დამატებით კრიტერიუმებს (კვლევების მინიმალური ზღვრული რაოდენობა წინა საანგარიშო წლის განმავლობაში, აღჭურვილობის მინიმალური ჩამონათვალი, დასაქმებული სპეციალისტებისადმი საკვალიფიკაციო მოთხოვნები) და უნდა გააფორმოს ხელშეკრულება ამავე პროგრამის სხვა მიმწოდებელთან რანდომიზებულად შემთხვევითი შერჩევის პრინციპით ამოღებული საკვლევი მასალების მინიმუმ 10%-ის გადამოწმების მიზნით, ასევე მონაწილეობას უნდა იღებდეს ხარისხის გარე კონტროლის აკრედიტირებულ პროგრამებში. ამასთან, უზრუნველყოს საკვლევი მასალების შენახვა მინიმუმ 5 წლის მანძილზე, ამასთან, მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული HPV ტესტირების სერვისის მიმწოდებელია ცენტრის ლუგარის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრი და ა(ა)იპ − ეროვნული სკრინინგ-ცენტრი, ხოლო HPV ტესტით დადებითი შემთხვევების სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგიის სერვისის მიმწოდებელია ა(ა)იპ -ეროვნული სკრინინგ-ცენტრი.
დ) მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ე“ ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი, სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამის მიმწოდებელი, კერძო სადაზღვევო პაკეტების ფარგლებში ოჯახის ექიმის სერვისის მიმწოდებელი დაწესებულება, რომელიც ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
2. მე-3 მუხლის „ბ“, „გ“ და „ე“ (გარდა ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“, „ე.ზ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებისა) ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელია პირი, რომელიც აკმაყოფილებს შესაბამისი საქმიანობისათვის კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს და განისაზღვრება ამავე დანართის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.
3. მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“, „ე.ზ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტების მიმწოდებელია ცენტრი, ხოლო „ე.ზ“ ქვეპუნქტის ფარგლებში ასევე საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო და მის კონტროლს დაქვემდებარებული სააგენტოები.
4. მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ქ. თბილისში, კახეთის, გურიისა და სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონებში საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულება, რომელიც ეთანხმება ვაუჩერის პირობებს და წერილობით დაადასტურებს პროგრამაში მონაწილეობის სურვილს.
5. მე-3 მუხლის „ვ“ ქვეპუნქტის მიმწოდებელია ცენტრ