1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების (გარდა ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ზ“ და „ე.თ“ ქვეპუნქტებისა, რომელსაც ახორციელებს ცენტრი) ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, განსაზღვრული ბიუჯეტის ფარგლებში.

2. მე-3 მუხლის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურება დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით, არამატერიალიზებული ვაუჩერით, დანართ №1.3-ით განსაზღვრული ღირებულების შესაბამისად, ხოლო ,,ა“ ქვეპუნქტის  „ა.ე.ბ“ ქვეპუნქტით ბენეფიციარებისთვის რეგისტრირებული ჯავშნის საფუძველზე სკრინინგის ჩატარებისას მიმწოდებელი შემთხვევაზე ინსენტივის სახით მიიღებს 2.0 ლარს.

3. მე-3 მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის  „ე.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება (საკვლევი მასალის აღება, სპეციალური კითხვარის შევსება) დაფინანსდება შემთხვევის მიხედვით, არამატერიალიზებული ვაუჩერით, ერთეული შემთხვევის ღირებულება შეადგენს 17 ლარ