1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელმა უნდა უზრუნველყოს:

ა) გამოსაკვლევი პირების პირველადი სკრინინგის ჩატარება ერთჯერადად;

ბ) მეორადი სკრინინგის ჩატარება რეკომენდებული პერიოდებით:

ბ.ა) ძუძუს კიბოს სკრინინგი – ორ წელიწადში ერთხელ;

ბ.ბ) საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – PAP-ტესტით სამ წელიწადში ერთხელ, ხოლო HPV ტესტით (30 წლის ასაკიდან) − 5 წელიწადში ერთხელ;

ბ.გ) ოჯახის ექიმის ან/და შესაბამისი სპეციალისტის მიმართვის საფუძველზე პროსტატის კიბოს დიაგნოსტიკა შეიძლება განხორციელდეს კალენდარული წლის განმავლობაში მხოლოდ ერთხელ;

ბ.დ) მსხვილი ნაწლავის კიბოს სკრინინგი – ორ წელიწადში ერთხელ;

ბ.ე) სკრინინგის ჩატარება განმეორებით სამედიცინო საჭიროებისას, ექიმის რეკომენდაციით, არაუმეტეს წელიწადში ორჯერ;

ბ.ვ) სკრინინგის შედეგების რეგისტრაცია კიბოს მართვის ელექტრონულ მოდულში.

2. იმ მიმწოდებლებს, რომელთა აქციათა ან წილის 50%-ზე მეტს ფლობს სახელმწიფო ან ადგილობრივი მუნიციპალური ორგანო, მიეცეთ უფლება ამ პროგრამით გათვალისწინებული მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფის მიზნით, შესაბამისი მომსახურება შეისყიდონ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ" საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სკრინინგის კრიტერიუმები:

ა) გესტაციური ასაკით 34 კვირამდე ან გესტაციური წონით 2001 გრამზე ნაკლები ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნეს დღენაკლულთა რეტინოპათიის გამოსარიცხად. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2-4 კვირაში;

ბ) ნეონატოლოგის გადაწყვეტილებით, გამოკვლეულ უნდა იქნეს 34-36 გესტაციური კვირის (მიუხედავად წონისა) ის დღენაკლული ახალშობილები, რომელთაც აღენიშნებოდათ დამძიმებული ანამნეზი (სეფსისი, ნეკროზული ენტეროკოლიტი და ა.შ.) ან დასჭირდათ დამატებითი ოქსიგენოთერაპია 48 საათზე დიდხანს. გამოკვლევა ტარდება დაბადებიდან 2-4 კვირაში;

გ) გესტაციური ასაკით 27 კვირამდე დაბადებული ყველა დღენაკლული ახალშობილი გამოკვლეული უნდა იქნეს 30-31 პოსტკონცეპტუალური კვირის ასაკში;

დ) გესტაციური ასაკით 27-დან 32 კვირამდე დაბადებულ ყველა დღენაკლულ ახალშობილს, რეტინოპათიის გამოსარიცხად, პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე-4-5 კვირას (28- 35 დღე);

ე) გესტაციური ასაკით 32 კვირაზე ზემოთ და დაბადებისას წონით <1501 გრამზე ნაკლებ ყველა დღენაკლულ ახალშობილს რეტინოპათიაზე პირველი გამოკვლევა უნდა ჩაუტარდეს დაბადებიდან მე-4-5 კვირას (28 – 35 დღე);

ვ) სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ კვირაში ერთხელ, როცა:

ვ.ა) სისხლძარღვები მთავრდება I ზონაში ან II ზონის უკანა წილში;

ვ.ბ) როდესაც შეინიშნება პლიუს ან პრე-პლიუს დაავადება;

ვ.გ) როდესაც სახეზეა დაავადების მე-3 სტადია ნებისმიერ ზონაში.

ზ) სკრინინგი უნდა განხორციელდეს არანაკლებ ყოველ მეორე კვირას ზემოთ ჩამოთვლილის გარდა ყველა სხვა ვარიანტის შემთხვევაში, სკრინინგის შეწყვეტის კრიტერიუმებამდე;

თ) გესტაციური ასაკით 34 კვირამდე და გესტაციური წონით 2001 გრამამდე ყველა დღენაკლული ახალშობილი, სტაციონარიდან გაწერამდე, გამოკვლეული უნდა იქნეს ადგილობრივი კრიტერიუმით;

ი) სკრინინგის ჩატარების გადავადების შემთხვევაში, გადავადების გადაწყვეტილების მიზეზი გარკვევით უნდა აღინიშნოს ახალშობილის სამედიცინო ბარათში და დაგეგმილი გამოკვლევა უნდა ჩატარდეს ერთი კვირის ვადაში;

კ) ახალშობილებს, რომელთაც არ აღენიშნებათ დღენაკლულთა რეტინოპათია და ვასკულარიზაცია ვრცელდება III ზონაში, მხედველობისთვის საშიში რეტინოპათიის განვითარების მინიმალური რისკი აქვთ. ამ დროისთვის (პოსტკონცეპტუალური ასაკით 36 კვირის თავზე) სკრინინგი შეიძლება შეწყდეს.

4. მე-3 მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტის „ა.ბ.გ“ და ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ბ“ ქვეპუნქტით ლაბორატორიული კვლევების ჩასატარებლად საჭირო საკვლევი მასალების ასაღები სახარჯი მასალის გადაცემა ცენტრის მიერ ხორციელდება რეგიონული/მუნიციპალური საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრების და/ან მუნიციპალიტეტის მერიის შესაბამისი სამსახურების მეშვეობით იმ სამედიცინო დაწესებულებებისათვის, რომლებიც რეგისტრირებულნი არიან ცენტრში საშვილოსნოს ყელის კიბოს და ტყვიაზე ზედამხედველობის პილოტური სისტემის მომსახურების მიმწოდებლებად და რომელთა დიაგნოსტიკა ხორციელდება ცენტრის ლაბორატორიების ბაზაზე.

დანართი №1.1

7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისა და ორსულებისათვის სისხლში ტყვიის განსაზღვრისათვის საჭირო ტესტირების ჯერადობა

7 წლამდე ასაკის ბავშვები

სისხლში ტყვიის 5 მკგ/დლ და მეტი შემცველობის მქონე ბავშვების ოჯახის წევრი 18 წლამდე ასაკის ბავშვები და ორსულები

ტყვიის დონის განსაზღვრისათვის პირველადი ტესტირების რაოდენობა

1

1

1

1

1

1

ტყვიის დონე სისხლში

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

ტყვიის დონის განსაზღვრის შემდეგ განმეორებითი ტესტირების რაოდენობა

2

3

5

2

3

5

დანართი №1.2

7 წლამდე ასაკის ბავშვებისა და მათი ოჯახის წევრ 18 წლამდე ასაკის ბავშვებისათვის დამატებითი დიაგნოსტიკა და კვლევების ჯერადობა

დასახელება

7 წლამდე ასაკის ბავშვები და მათი ოჯახის წევრი 18 წლამდე ასაკის ბავშვები, რომელთა სისხლში ტყვიის დონეა:

5-9 მკგ/დლ

10-34 მკგ/დლ

35-59 მკგ/დლ

ექიმთან ვიზიტი

1

2

3

სისხლის საერთო ანალიზი

1

1

ფერიტინი

2

2

C-რეაქტიული ცილა

2

2

რკინის დონე სისხლში

4

ჰემოგლობინი ან ჰემატოკრიტი

4

შარდში ჰემატინის რაოდენობა

4

მუცლის ღრუს რენტგენოგრაფია

2

დანართი №1.3

№

მომსახურების დასახელება

ერთეულის ღირებულება (ლარი)

1

ძუძუს კიბოს სკრინინგი – ძუძუს ფიზიკალური გასინჯვა და მამოგრაფიული გამოკვლევა (2 რადიოლოგის მიერ წაკითხვით)

25

ძუძუს კიბოს სკრინინგი – პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა

12

2

ძუძუს კიბოს სკრინინგი – პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში ულტრაბგერითი გამოკვლევა და ექოსკოპიის კონტროლით ძუძუს ბიოფსია

22

3

ძუძუს კიბოს სკრინინგი – აღებული ბიოფსიური მასალის და/ან ძუძუს დვრილიდან გამონადენის ციტოლოგიური კვლევა

13

4

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – ოჯახის ექიმის ან/და გინეკოლოგის მიერ გასინჯვა, საკვლევი მასალის აღება

13

5

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პაპ-ტესტის ჩატარება ბეტესტას მეთოდზე დაყრდნობით

13

6

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – HPV-ტესტის ჩატარება

34

7

სითხეზე დაფუძნებული ციტოლოგია

25

8

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – პათოლოგიის გამოვლენის შემთხვევაში კოლპოსკოპია და საჭიროების შემთხვევაში ბიოფსიური მასალის აღება

23

9

საშვილოსნოს ყელის კიბოს სკრინინგი – აღებული ბიოფსიური მასალის ჰისტომორფოლოგიური კვლევა

35

10

პროსტატის კიბოს მართვა – სისხლში პროსტატის კიბოს ანტიგენის (PSA) გამოკვლევა

10

11

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – ფარულ სისხლდენაზე სპეციალური ტესტის (FOBT) ჩატარება

9

12

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კოლონოსკოპია გაუტკივარების გარეშე

65

13

კოლორექტული კიბოს სკრინინგი – კოლონოსკოპია გაუტკივარებით

127

14

ენდოსკოპიური პოლიპექტომია

70

15

კოლორექტული კიბოს სკრინინგი –ჰისტომორფოლოგიური კვლევა

35

16

დღენაკლულთა კვლევა რეტინოპათიაზე (პირველადი/მეორადი)

70

დანართი №2

იმუნიზაცია

(პროგრამული კოდი 27 03 02 0