პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) იმუნიზაციის წარმოებისათვის საჭირო ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) შესყიდვას პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გათვალისწინებული და ქვემოთ ჩამოთვლილი სხვა დამატებითი ჯგუფების ასაცრელად:

ა.ა) B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის B ჰეპატიტზე აუცრელი და/ან  ინფიცირების მაღალი რისკის მქონე პირებისათვის მიუხედავად აცრის სტატუსისა (მ.შ. სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხით გათვალისწინებული) პირების ვაქცინაციისთვის/რევაქცინაციისთვის (მ.შ. დაჩქარებული კურსით − 0, 1, 3 თვეზე);

ა.ბ) ტეტანუსი-დიფთერიის საწინააღმდეგო ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის ვაქცინაციას/რევაქცინაციას დაქვემდებარებული (მ.შ. სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხით გათვალისწინებული) პირების და ასევე სამედიცინო ჩვენების მქონე პირების ასაცრელად;

ა.გ) საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ორგანიზებული კონტინგენტის ვაქცინაციისთვის;

ა.დ) პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის პირების (ექიმის რეკომენდაციის საფუძველზე) და ხანდაზმულთა სადღეღამისო სპეციალიზებული დაწესებულებების (თავშესაფრების) ბენეფიციარების, პნევმოკოკური ინფექციის საწინააღმდეგო ვაქცინაციისათვის;

ა.ე) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა − მდედრობითი სქესის 13 – 45 წლის ასაკობრივ ჯგუფებში „გაწმენდის“ რაუნდების ჩასატარებლად შემდეგი სქემით:

ა.ე.ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ე.ბ) 15 – 45 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

ა.ვ) ადამიანის პაპილომავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა − მამრობითი სქესის 13 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფებში „გაწმენდის“ რაუნდების ჩასატარებლად შემდეგი სქემით:

ა.ვ.ა) 15 წლამდე ასაკობრივ ჯგუფში − ორჯერადი ვაქცინაცია მინიმუმ 6 თვის ინტერვალით;

ა.ვ.ბ) 15 − 26 წლის ასაკობრივ ჯგუფში − სამჯერადი ვაქცინაცია შემდეგი სქემით: 0 – 2 – 6 თვე.

ა.ზ) წითელა-წითურას კომპონენტიანი (წწყ, წწ) ვაქცინა − 18 წლის და უფროსი ასაკის აუცრელი და/ან დაავადებულთან კონტაქტში მყოფი პირების, ასევე, სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებულ საქმიანობათა ნუსხით გათვალისწინებული პირების აცრებისთვის;

ბ) სპეციფიკური (ბოტულიზმის, დიფთერიის, ტეტანუსის, გველის შხამის საწინააღმდეგო) შრატების/იმუნოგლობულინების და ყვითელი ცხელების საწინააღმდეგო ვაქცინების სტრატეგიული მარაგის შესყიდვას;

გ) ანტირაბიული სამკურნალო საშუალებებით უზრუნველყოფას;

დ) გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის შესყიდვას;

ე) ვაქცინების, ანტირაბიული სამკურნალო საშუალებების, სპეციფიკური შრატებისა და ასაცრელი მასალების (შპრიცებისა და უსაფრთხო ყუთების) მიღებას, შენახვასა და გაცემა-განაწილებას „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვით ცენტრალური დონიდან რეგიონულ/რაიონულ ადმინისტრაციულ ერთეულებამდე;

ვ) ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გათვალისწინებით, აცრას დაქვემდებარებული დამატებითი მიზნობრივი ჯგუფების განსაზღვრა, აცრა და აცრის პროცესის კოორდინირება და სხვა შესაბამისი ღონისძიებების უზრუნველყოფას სამინისტროსთან შეთანხმებით;

ზ) საინფორმაციო-საგანმანათლებლო ღონისძიებების განხორციელებას;

თ) „ცივი ჯაჭვის“ მოწყობილობების/ინვენტარის (მ.შ. სიგნალიზაციის სისტემები და ინფორმაციული უზრუნველყოფა/ლიცენზია) მონტაჟის მომსახურების შესყიდვ