1. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ყვითელი ცხელების ვაქცინის გაცემისას პრიორიტეტი ენიჭებათ საზღვარგარეთ სამუშაო ვიზიტებით წამსვლელებს იმ ქვეყნებში, რომლებიც ითხოვენ შემომსვლელთათვის ვაქცინაციას ან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით ითვლებიან ყვითელი ცხელების გავრცელების არეალად, ასევე სსიპ − საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს შუამდგომლობის საფუძველზე, საზღვაო ტრანსპორტზე დასაქმებულ/დასაქმების მსურველ პირებს.

2. მე-3 მუხლის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპეციფიკური შრატები გამოიყენება მხოლოდ სამკურნალო მიზნით.

3. „ბცჟ“ და В ჰეპატიტის ვაქცინების მიმწოდებლები ასევე არიან სტაციონარული სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც ახორციელებენ სამეანო მომსახურებას და აკმაყოფილებენ კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს და დადგენილი წესით დარეგისტრირებულნი არიან სჯდ ცენტრებში ვაქცინების მიმღებად.

4. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ითვლებიან:

ა) საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის და სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც ვალდებული არიან მათთან აღნიშნული სახელმწიფო პროგრამებით გეგმურ ამბულატორიულ სერვისებზე მიმაგრებული 18 წლამდე ასაკის კონტინგენტის ვაქცინაციის სერვისით სრულად მოცვაზე (მათ შორის ,,საყოველთაო ჯანდაცვის გეგმიური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებსა და სოფლად ოჯახის ექიმის ქვეკომპონენტის სერვისის მიმწოდებელ დაწესებულებებში რეგისტრირებული სამიზნე კონტინგენტის პრევენციული და სკრინინგული სერვისებით უზრუნველყოფის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2024 წლის 26 თებერვლის N63 ბრძანებით დამტკიცებული წესის საფუძველზე, 18 წლამდე ასაკის აცრა გამოტოვებული პირების მოძიებასა და ვაქცინაციაზე) და აქვთ ვაქცინების შენახვა/ ლოჯისტიკა/ ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები;

ბ) გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმწოდებელი ის სამედიცინო დაწესებულებები, რომლებიც არ მონაწილეობენ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 21 თებერვლის №36 დადგენილებით განსაზღვრული გეგმური ამბულატორიული სერვისის და სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდებაში, აქვთ ვაქცინების შენახვა/ ლოჯისტიკა/ ადმინისტრირებისათვის აუცილებელი პირობები, დადგენილი ფორმით დარეგისტრირდებიან სჯდ ცენტრში და მოსარგებლეებს ვაქცინებს მიაწვდიან უსასყიდლოდ.

5. თუ ბენეფიციარი გეგმური ვაქცინაციისათვის მიმართავს, იმ ამცრელ დაწესებულებას, სადაც არ არის რეგისტრირებული გეგმური ამბულატორიული სერვისის მიმღებად ამცრელ დაწესებულებას ეძლევა უფლება მშობლის/მეურვის ინფორმირებული თანხმობით ბენეფიციარს ჩაუტაროს ვაქცინაცია, ამასთან არ გადაახდევინოს ვაქცინის ღირებულება.

6. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვაქცინებისა და ასაცრელი მასალების მიმწოდებლებად ავტომატურად მიიჩნევა ასევე საქართველოს თავდაცვის სამინისტროს თავდაცვის ძალების გენერალური შტაბის სამედიცინო დეპარტამენტი, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული B ჰეპატიტის საწინააღმდეგო ვაქცინის და „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მიმწოდებლად – „აივ ინფექცია/შიდსის მართვა“, „ჰეპატიტის მართვა“, „დიალიზი და თირკმლის ტრანსპლანტაცია“ სახელმწიფო პროგრამებით და „იშვიათი დაავადებების მქონე და მუდმივ ჩანაცვლებით მკურნალობას დაქვემდებარებულ პაციენტთა მკურნალობა“ სახელმწიფო პროგრამის „ჰემოფილიითა და სისხლის შედედების სხვა მემკვიდრული პათოლოგიებით დაავადებულ ბავშვთა და მოზრდილთა ამბულატორიული და სტაციონარული მომსახურების‘‘ კომპონენტით განსაზღვრული სერვისის მიმწოდებელი დაწესებულებები.

7. მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული სამედიცინო დაწესებულებებისა და სჯდ ცენტრების სარეგისტრაციო ფორმას, შერჩევის კრიტერიუმებსა და ვადებს ადგენს ცენტრი სამინისტროსთან შეთანხმებით.

8. შენარჩუნებულ იქნეს „იმუნიზაციის“ 2024 წლის სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში არსებული მიმწოდებლების რეგისტრაციის სტატუსი. ამასთან, ახალი მიმწოდებლების რეგისტრაცია და მიმწოდებლის რეგისტრაციის სტატუსის ცვლილება განხორციელდეს ამავე მუხლის მე-7 პუნქტში განსაზღვრული წესის შესაბამისად.

9. სჯდ ცენტრები ვალდებულნი არიან, ვაქცინების, შრატების/იმუნოგლობულინებისა და ასაცრელი მასალების (მ.შ. არაგეგმური და/ან „ეპიდჩვენებით“ გამოყენების მიზნით) გაცემა განახორციელონ ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე და „პირველადი და გადაუდებელი სამედიცინო დახმარების უზრუნველყოფის“ სახელმწიფო პროგრამის სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებლებსა და ფიზიკურ პირებზე, მას შემდეგ რაც განახორციელებენ აღნიშნული მიმწოდებლების მონიტორინგს „პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრის, იმ ინფექციური დაავადებების სიის, რომელთათვისაც სავალდებულოა პროფილაქტიკური აცრები და პროფილაქტიკური აცრების ჩატარების ასაკობრივი მაჩვენებლების, ვადებისა და იმუნიზაციის მართვის წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2019 წლის 16 სექტემბრის №01-60/ნ ბრძანებით განსაზღვრულ პირობებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით.

10. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“, „გ“, „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონლის მიმღებმა დაწესებულებებმა და ფიზიკურმა პირებმა უნდა უზრუნველყონ:

ა) ჯანდაცვის ერთიანი ელექტრონული სისტემის იმუნიზაციის ელექტრონულ მოდულში ბენეფიციარებისა და მათთვის ჩატარებული (მ.შ. წინა პერიოდში) გეგმური და ეპიდჩვენებით აცრების თაობაზე ინფორმაციის სრულად აღრიცხვა;

ბ) ბენეფიციარის მშობლის და/ან კანონიერი წარმომადგენლის მოთხოვნის საფუძველზე, ჩატარებული აცრების თაობაზე ცნობის/ამონაწერის პროფილაქტიკური აცრების რუკიდან (ფორმა 063) მათთვის (მიმდინარე და/ან წინა პერიოდში) გაცემა უსასყიდლოდ, მოთხოვნიდან არაუგვიანეს 3 სამუშაო დღისა.

11. მე-2 მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრულ მოსარგებლეებზე დახარჯული ვაქცინების და შრატების/იმუნოგლობულინების თაობაზე ანგარიშგება უნდა განხორციელდეს შესაბამის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრში, ხოლო უცხო ქვეყნის მოქალაქეების მაიდენტიფიცირებელი დოკუმენტებისა და ქვეყნის ტერიტორიაზე 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ლეგალურად ცხოვრების დამადასტურებელი დოკუმენტების ასლები უნდა ინახებოდეს სერვისის მიმწოდებელთან მინიმუმ 5 წლის მანძილზე.

12. სჯდ ცენტრმა უნდა უზრუნველყოს ტეტანუსი-დიფტერიის საწინააღმდეგო ვაქცინის გაცემა ვაქცინებისა და შრატების/იმუნოგლობულინების მიმწოდებლად რეგისტრირებულ სამედიცინო დაწესებულებებზე, ასაკობრივად რევაქცინაციას დაქვემდებარებული პირების (მ.შ. სავალდებულო პროფილაქტიკურ იმუნიზაციას დაქვემდებარებული პირების ნუსხის მიხედვით) ასაცრელად.

13. ცენტრს ეძლევა უფლება „ცივი ჯაჭვის“ სისტემის გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად შესყიდული და/ან დონორი ორგანიზაციებიდან მიღებული საქონელი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს სჯდ ცენტრებს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მათ სამოქმედო ტერიტორიაზე მხოლოდ იმუნიზაციისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად, მათ შორის საჭიროების შემთხვევაში იმუნიზაციის პროგრამით განსაზღვრული მომსახურების მიმწოდებელი სამედიცინო დაწესებულებებისათვის (მ.შ. სოფლის ექიმი − პირველადი ჯანდაცვის მომსახურება სოფლად − ქვეპროგრამით გათვალისწინებული მომსახურების მიმწოდებელი დაწესებულებებისათვის) დროებით სარგებლობაში გადაცემის უფლებით.

14. წითელას მასიური გავრცელების პრევენციისა და გლობალური ელიმინაციის სტრატეგიით განსაზღვრული ღონისძიებების ფარგლებში, მოსახლეობის არაიმუნურ ან არასრულად იმუნიზებულ ფენებში ეპიდჩვენებით იმუნოპროფილაქტიკის წარმოების წესი და პირობები მტკიცდება ცენტრის მიერ, სამინისტროსთან შეთანხმებით.

15. გრიპის საწინააღმდეგო ვაქცინის მოსარგებლეები (გარდა აივ ინფექცია/შიდსით დაავადებული პაციენტებისა და „ჰეპატიტის მართვის“ სახელმწიფო პროგრამის ბენეფიციარებისა), კონკრეტული ეპიდსიტუაციის გათვალისწინებით, დამატებით განისაზღვრებიან ცენტრის გენერალური დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, სამინისტროსთან შეთანხმებით. ამასთან, ბენეფიციართა დამატებითი ჯგუფის განსაზღვრა საჭიროა მხოლოდ წინა წლისგან განსხვავებული კონტინგენტის არსებობის შემთხვევაში.

დანართი №3

ეპიდზედამხედველობა

(პროგრამული კოდი 27 03 02 0