1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“  ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სჯდ ცენტრისგან.

2. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად ადგილობრივი მუნიციპალური/საქალაქო სჯდ ცენტრებისგან, რომლებმაც უნდა უზრუნველყონ მომსახურების გეოგრაფიული ხელმისაწვდომობა ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულების მასშტაბით.

3. მე-3 მუხლის „დ“ (გარდა ,,დ“ ქვეპუნქტის  „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტებისა), „ე“, „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ღონისძიებებისათვის საჭირო საქონლის (მათ შორის, როტა, ნორო და ადენოვირუსების ტესტსისტემების) შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამკურნალო მედიკამენტების სტრატეგიული მარაგის შესყიდვა ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით, გამარტივებული შესყიდვის საშუალებით, ხოლო იმ მედიკამენტების შესყიდვა, რომელთა შესყიდვაც ვერ ხორციელდება გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მეშვეობით − „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

5. მე-3 მუხლის „ე“ (გარდა ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.გ“, „ე.დ“ და „ე.ე“ ქვეპუნქტებისა, რომლის მიმწოდებელია ცენტრი) ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი ყველა იმ დაწესებულებებისაგან, რომლებიც აკმაყოფილებენ მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტში მითითებულ პროგრამაში ჩართვის კრიტერიუმებს.

6. მე-3 მუხლის ,,ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, შემდეგი დაწესებულებებიდან:  სს „ვიანი“ − მ. იაშვილის სახელობის ბათუმის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი, შპს ,,ლჯ“ და კომპანია − დასავლეთ საქართველოს ტუბერკულოზისა და ინფექციურ პათოლოგიათა ცენტრი, შპს ,,გორმედი“.

7. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ბ“, ,,ე“ ქვეპუნქტის „ე.ე“, ,,ვ“ ქვეპუნქტის „ვ.ა“, „ვ.ბ“, ,,ზ“ ქვეპუნქტის „ზ.გ“, „ზ.ვ“ და ,,თ“ ქვეპუნქტის „თ.დ“ ქვეპუნქტებით  გათვალისწინებული ლაბორატორიული მომსახურების მიმწოდებელია ცენტრი.

8. მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ და ,,ზ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის 101 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად. კერძოდ:

ა) მე-3 მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ ქვეპუნქტის ფარგლებში შემდეგი დაწესებულებებიდან: აღმოსავლეთ საქართველოში საყრდენი პუნქტებია შპს „მედკაპიტალი“, სს „ვიანი“ − მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფო, შპს ,,აკადემიკოს ო. ღუდუშაურის სახელობის ეროვნული სამედიცინო ცენტრი“,  ხოლო დასავლეთ საქართველოში − სს „ვიანი“ − დასავლეთ საქართველოს სამედიცინო ცენტრი, შპს ,,ქუთაისის №4 შერეული პოლიკლინიკა“, შპს „თანამედროვე სამედიცინო ტექნოლოგიების დასავლეთის რეგიონალური ცენტრი“, სს „ევექსის კლინიკები“ ევექსის ბათუმის პოლიკლინიკა, შპს ,,მაღალტექნოლოგიური ჰოსპიტალი მედცენტრი“ − ბათუმის რეფერალური ჰოსპიტალისს „ვიანი“ – ბათუმის მ. იაშვილის დედათა და ბავშვთა ცენტრალური ჰოსპიტალი.

ბ) მე-3 მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტის ფარგლებში შემდეგი დაწესებულებებისაგან: აღმოსავლეთ საქართველოში − ქ. თბილისის წყლის შემკრები ნაგებობა, სს ,,ვიანი“ − ივ. ბოკერიას სახელობის საუნივერსიტეტო ჰოსპიტალი, შპს ,,გარდაბნის გამწმენდი ნაგებობა“, დასავლეთ  საქართველოში   ბათუმის  და  ქობულეთის გამწმენდი ნაგებობები.

9. მე-3 მუხლის „ე“, „ვ“ და „ზ“ (გარდა ,,ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ბ“ ქვეპუნქტისა) ქვეპუნქტებში მითითებული საკვლევი მასალების ტრანსპორტირებას ლაბორატორიაში უზრუნველყოფს ცენტრი.

10. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, პროგრამაში მონაწილეობის მსურველი სამედიცინო დაწესებულების შერჩევის, ცენტრის მიერ სამინისტროსთან წინასწარ შეთანხმებული და დამტკიცებული კრიტერიუმებისა და პირობების საფუძველზე.

11. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის „ი.ა“ და „ი.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული საქონლის შესყიდვა ხორციელდება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ხოლო მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტის „ი.გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ მომსახურებას განახორციელებს ცენტრ