1. მე-3 მუხლის „ა“, „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების განხორციელებისათვის სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სჯდ ერთი თვის ფარგლებში ასანაზღაურებელი თანხა განისაზღვრება 1,880 ლარით. ასანაზღაურებელი თანხის მოცულობა სჯდ ცენტრის მიერ განსახორციელებელ სამ ძირითად მიმართულებაზე (1. სახელმწიფო პროგრამების ფარგლებში საქონლის ლოგისტიკა და მათი ხარჯების აღრიცხვა/ანგარიშგება; 2. იმუნიზაციის პროცესის დაგეგმვა / მართვა / ანგარიშგება / მონიტორინგი; 3. სახელმწიფო პროგრამების ეპიდემიოლოგიური მხარდაჭერა, მ.შ. დადასტურებული შემთხვევების კონტაქტების მოძიება და მართვა) იყოფა თანაბრად და რომელიმე მათგანის არაჯეროვნად ან დაგვიანებით შესრულების შემთხვევაში არ ექვემდებარება ანაზღაურებას.
2. მე-3 მუხლის „დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ და „დ.ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების მიხედვით, ამასთან მალარიის კერებში სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება განსაზღვრულია 11,41 ლარით, ხოლო მალარიის კერებსა და ტრანსმისიური დაავადებების გადამტანების გავრცელების ზონებში, ტრანსმისიური დაავადებების გადამტანის წინააღმდეგ პროფილაქტიკური ღონისძიებების გატარების ფარგლებში 250მ2 ფართის დამუშავების ღირებულება – 8 ლარით.
3. მე-3 მუხლის „ე“ ქვეპუნქტის ფარგლებში ანაზღაურება განხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად.
4. მე-3 მუხლის „ვ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, ყოველთვიურად „ვ“ ქვეპუნქტით არაუმეტეს 1,8 ათასი ლარისა, „ზ.ა“ ქვეპუნქტით 18.5 ათასი ლარის, ხოლო „ზ.ბ“ ქვეპუნქტით 7.1 ათასი ლარის ოდენობით.
5. პროგრამით გათვალისწინებული ღონისძიებების მონიტორინგი ხორციელდება ცენტრის მიერ, ცენტრის აპარატის ხარჯებიდან.
6. მე-3 მუხლის „თ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება განხორციელდება არამატერიალიზებული სამედიცინო ვაუჩერის მეშვეობით, ფაქტობრივი ხარჯის მიხედვით. ამასთან, B ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევა, ერთეული მომსახურების ღირებულება (პრე- და პოსტკონსულტირება, უშუალოდ სკრინინგი) განსაზღვრულია არაუმეტეს 10 ლარით, მწვავე B და C ჰეპატიტების თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის კითხვარის შევსება და ელექტრონულ ბაზაში დარეგისტრირება ცენტრში გამოგზავნა (ელექტრონული ფოსტით) – არაუმეტეს 8 ლარით, ხოლო მწვავე B ჰეპატიტზე კონფირმაციული კვლევის ღირებულება – არაუმეტეს 28 ლარის ოდენობით, A და E ჰეპატიტებზე ლაბორატორიული კვლევის მიზნით, მწვავე B ჰეპატიტზე უარყოფითი შემთხვევის ნიმუშის და მწვავე C ჰეპატიტზე საეჭვო შემთხვევის კონფირმაციული კვლევისთვის, ნიმუშის აღება და ტრანსპორტირება ცენტრის ლაბორატორიაში − 5 ლარის ოდენობით, საყრდენი ბაზის მართვაზე პასუხისმგებელი სამედიცინო პერსონალის (ეპიდემიოლოგის ან/და ექიმის) შრომის ანაზღაურება გლობალური ბიუჯეტის პრინციპით, თვეში 300 ლარის ოდენობით.
7. მე-3 მუხლის „ი“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების დაფინანსება განხორციელდება შესრულებული სამუშაოს შესაბამისა