1. ცენტრს ეძლევა უფლება დაავადებათა ზედამხედველობის ელექტრონული ინტეგრირებული სისტემის ფუნქციონირების მხარდასაჭერად, სჯდ ცენტრებს დროებით სარგებლობაში გადასცეს დონორი ორგანიზაციებისაგან უსასყიდლოდ მიღებული აღჭურვილობა ინტერნეტმომსახურების უზრუნველსაყოფად.

2. მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტის მოსარგებლეა ყველა პაციენტი (მიუხედავად მოქალაქეობის სტატუსისა), ვისაც დაუდგინდება აღნიშნული დაავადების დიაგნოზი და საჭიროებს სპეციფიკურ მედიკამენტოზურ მკურნალობას.

3. ცენტრმა უზრუნველყოს მალარიის, ლეიშმანიოზისა და სხვა პარაზიტული და ტრანსმისიური დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესაბამისი სამედიცინო დაწესებულებებისთვის გადაცემა მუნიციპალური სჯდ ცენტრების მეშვეობით. ამასთანავე, სამკურნალო მედიკამენტების გასაცემად სჯდ ცენტრს სამედიცინო დაწესებულების მხრიდან უნდა წარედგინოს შესაბამისი წერილობითი მოთხოვნა.

4. ცენტრს ეძლევა უფლება პროგრამით განსაზღვრული საყრდენი ბაზების გამართული მუშაობის უზრუნველსაყოფად საჭირო ინვენტარი დროებითი სარგებლობის უფლებით გადასცეს მიმწოდებელს იმ პირობით, რომ აღნიშნული საქონელი გამოყენებული იქნება მხოლოდ პროგრამული მიზნებისათვის არსებული საჭიროებების უზრუნველსაყოფად.

5. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის „ზ.ა“ და „ზ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საყრდენი ბაზების გარდა, კორონავირუსით (SARS-CoV-2) გამოწვეულ ინფექციაზე (COVID-19) ზედამხედველობა (საკვლევი ნიმუშების აღება, ცენტრის ლაბორატორიაში ტრანსპორტირება და კვლევა) განხორციელდეს შემდეგ შემთხვევებსა და ჯგუფებზე:

ა) გავრცელების შეცვლილი პოტენციალის მქონე შემთხვევები;

ბ) ეპიდემიოლოგიური მნიშვნელობის მქონე შემთხვევები (აფეთქება, განსხვავებული კლინიკური მიმდინარეობა, ეჭვი უცხო ქვეყნიდან შემოსულ ახალ ვარიანტზე, ინფიცირების მაღალი რისკის ქვეშ მყოფ პროფესიულ ჯგუფებში შემავალი პირები, რომლებთანაც რეკომენდებულია განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა და ტესტირებისთვის მიმართავენ ცენტრს);

გ) ეჭვი არსებული სადიაგნოსტიკო საშუალებების სენსიტიურობის ან სპეციფიკურობის ცვლილებაზე;

დ) სხვა ლაბორატორიების ხარისხის კონტროლის მიზნით ამოღებული ნიმუშები;

ე) სპეციალური კვლევები ზოგად პოპულაციაში გავრცელების (მომენტალური პრევალენტობის) დადგენის მიზნით.

6. ცენტრს ეძლევა უფლება, მე-3 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად შეძენილი ლაბორატორიული და კოღოების/ფლებოტომუსების გამოსაჭერი აპარატურა/ინვენტარი, ენტომოლოგიური ზედამხედველობისთვის, მუდმივ სარგებლობაში გადასცეს „საქართველოს ადგილობრივი მალარიისგან თავისუფალი ტერიტორიის სერტიფიცირებისათვის 2023-2024 წწ-ში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2023 წლის 25 დეკემბრის №2353 განკარგულების დანართით (მუნიციპალიტეტები მალარიის გადამტანი კოღოების გამრავლება-გავრცელების რისკების მიხედვით) განსაზღვრული მალარიის გადამტანი კოღოების გამრავლების მაღალი რისკის  მუნიციპალიტეტების (დედოფლისწყარო, სიღნაღი, გურჯაანი, ლაგოდეხი, თელავი, ყვარელი, საგარეჯო, რუსთავი, გარდაბანი, ბოლნისი, მარნეული, ქუთაისი, სამტრედია, ზუგდიდი, წალენჯიხა, აბაშა, სენაკი, ხობი, მარტვილი, ჩხოროწყუ, ფოთი, ოზურგეთი, ლანჩხუთი, ბათუმი, ხელვაჩაური, ქობულეთი) და საშუალო რისკის მუნიციპალიტეტების (თბილისი, მცხეთა, კასპი, გორი, ქარელი, თერჯოლა, ხარაგაული, ვანი, ბაღდათი, ხონი, წყალტუბო, ტყიბული, ზესტაფონი) საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებს.

7. ცენტრი უზრუნველყოფს მალარიოგენურ ზონებში არსებული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებში ენტომოლოგიური ზედამხედველობისთვის საჭირო აპარატურა/ინვენტარის აღწერას (კოღოებისა და სხვა გადამტანების გამოსაჭერი ინვენტარი, მისი სათადარიგო ნაწილები და ლაბორატორიული მასალები) და საჭიროების შემთხვევაში მათი ტექნიკური გამართულობის უზრუნველყოფას სათადარიგო ნაწილების შეძენით, მათი დამატებით საჭირო რაოდენობების განსაზღვრა-შეძენას, ენტომოლოგიური ზედამხედველობასა და ლაბორატორიულ კვლევებში მონაწილე პერსონალის ინდივიდუალური დაცვის საშუალებებით უზრუნველყოფას; ასევე, მალარიისა და ლეიშმანიოზის გადამტანი მწერების გამრავლების მაღალი და საშუალო რისკის მუნიციპალიტეტებში განხორციელებული სამუშაოების მონიტორინგს.

დანართი №4

უსაფრთხო სისხლი

(პროგრამული კოდი 27 03 02 0