1. მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, შემდეგი პრინციპით:

ა) ერთეული შემთხვევის სრული ღირებულება განისაზღვრება 25 ლარით, აქედან:

ა.ა) ე. წ. ფასიანი (ანაზღაურებადი) და ნათესავი დონორების მიერ განხორციელებული დონაციების კვლევისთვის ხორციელდება შესრულებული სამუშაოს მიხედვით, ერთეული შემთხვევის ღირებულება აღნიშნული დონაციების კვლევისთვის განისაზღვრება 17 ლარით;

ა.ბ) თითოეულ უანგარო დონაციაზე, რომელიც მოზიდულია სისხლის ბანკის მიერ, დამატებითი ანაზღაურება შეადგენს 5 ლარს, ხოლო მე-3 მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის „გ.ბ“ ქვეპუნქტის საფუძველზე მოზიდული უანგარო დონორების შემთხვევაში სისხლის ბანკზე – 2 ლარს; ხოლო რეკრუტინგულ სამსახურზე − 3 ლარს;

ა.გ) ყოველ 3 თვეში ერთხელ დამატებით 3 ლარი თითოეულ უანგარო დონაციაზე გაიცემა იმ სისხლის ბანკებზე, რომელთა დონაციებში უანგარო რეგულარული დონორების მიერ გაცემული დონაციების ხვედრითი წილი შეადგენს უანგარო დონაციების მთლიანი რაოდენობის არანაკლებ 40%-ს (პროგრამის მიზნებისთვის უანგარო რეგულარულ დონორებში იგულისხმება ის დონორები, რომელთაც ბოლო 1 წლის განმავლობაში გაღებული აქვთ მინიმუმ 2 უანგარო დონაცია).

2. მე-3 მუხლის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად.

3. მე-3 მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული მომსახურების ანაზღაურება ხორციელდება გაწეული მომსახურების შესაბამისად, თითო ალიქვოტზე (სისხლის ასაღებ სინჯარის ღირებულებასთან ერთად) არაუმეტეს 1,7 ლარის, ხოლო სისხლის ასაღები სინჯარის ღირებულების გარეშე – არაუმეტეს 1,0 ლარის ოდენობი