პროგრამით გათვალისწინებული მომსახურება მოიცავს:

ა) ეპიდზედამხედველობის განხორციელებას და სამედიცინო სტატისტიკური სისტემის მუშაობის უზრუნველყოფას:

ა.ა) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე ეპიდზედამხედველობის განხორციელება და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი გადამდებ და არაგადამდებ დაავადებებზე მონაცემთა ხარისხის უზრუნველსაყოფად. აღნიშნული საქმიანობის განსახორციელებლად, სამედიცინო მომსახურების მიმწოდებელი ვალდებულია, მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, სჯდ ცენტრს  და/ან უფლებამოსილ პირ(ებ)ს, მათი მოთხოვნის შესაბამისად, წარუდგინოს გადამდებ დაავადებებზე შესაძლო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევების შესახებ სამედიცინო დოკუმენტაცია;

ა.ბ) სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სჯდ ცენტრის მიერ სამოქმედო არეალში მდებარე მუნიციპალურ ერთეულებში დამხმარე ზედამხედველობის (მონიტორინგის) წარმოება, რეგიონულ დონეზე სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის შეგროვება და წარდგენა ცენტრში, საჭიროების შემთხვევაში ეპიდზედამხედველობის განხორციელების უზრუნველყოფა.

ბ) იმუნიზაციით მოცვის გაუმჯობესებას საინფორმაციო სისტემისა და ლოგისტიკის გამართული მუშაობის გზით:

ბ.ა) სსიპ − აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სჯდ ცენტრის  მიერ სამოქმედო ტერიტორიაზე იმუნოპროფილაქტიკის დაგეგმვა, იმუნოპროფილაქტიკისათვის და მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამების განსახორციელებლად საჭირო მასალისა და აღჭურვილობის მარაგის ლოგისტიკის „ცივი ჯაჭვის“ პრინციპების დაცვაზე ზედამხედველობის განხორციელება, იმუნოპროფილაქტიკის (მ.შ. ცენტრის მიერ განხორციელებული ჯანმრთელობის დაცვის სხვა პროგრამების ფარგლებში ხარჯვის თაობაზე) ანგარიშგების წარმოება და წარდგენა ცენტრში;

ბ.ბ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მოქმედი სამედიცინო დაწესებულებების დამხმარე ზედამხედველობა (მონიტორინგი) იმუნიზაციის ღონისძიებების უზრუნველყოფაზე, „ცივი ჯაჭვისა“ და საინფორმაციო სისტემის ფუნქციონირებაზე.

გ) აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტერიტორიაზე მიმდინარე წლის ჯანმრთელობის დაცვის სახელმწიფო პროგრამებისა და ცალკეული დაავადებების ელიმინაციის სტრატეგიების ფარგლებში განხორციელებული ღონისძიებებისთვის ეპიდზედამხედველობითი მხარდაჭერის უზრუნველყოფას, მათ შორის:

გ.ა) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით დამტკიცებული წესის შესაბამისად, შემდგომ დიაგნოსტიკურ კვლევებში ჩართვის მიზნით, C ჰეპატიტზე სკრინინგული კვლევით გამოვლენილი დადებითი შედეგების მქონე იმ ბენეფიციართა, რომელთაც С ჰეპატიტზე სკრინინგით დადებითი სტატუსი განესაზღვრათ 3 ან/და მეტი თვის წინ, იდენტიფიცირებულნი არიან C ჰეპატიტის სკრინინგის ერთიანი ელექტრონული სისტემის მეშვეობით, მაგრამ არა აქვთ ჩატარებული შემდგომი დიაგნოსტიკური კვლევები, მიდევნებასა და ზედამხედველობას;

გ.ბ) მოსახლეობის ორგანიზებული სკრინინგის ღონისძიებების დაგეგმვასა და განხორციელებაში მონაწილეობა (მობილური მამომობილების ვიზიტების დაგეგმვასა და მოსახლეობის ინფორმირებაში მონაწილეობა), მათ შორის საკომუნიკაციო საქმიანობის განხორციელება პირველადი ჯანდაცვის დაწესებულებებთან მჭიდრო კომუნიკაციით. მუნიციპალიტეტების უბნის რწმუნებულებთან ერთად მოსახლეობის მიზნობრივ კონტინგენტში სკრინინგების მნიშვნელობასა და მასში ჩართვის აუცილებლობაზე ინფორმაციის მიწოდებ;

გ.დ) მუდმივი და დროებითი წყალსატევების (მ.შ. კერძო საკუთრების) პასპორტიზაცია და ენტომოლოგიური ზედამხედველობის რეგულარული განხორციელება, მათი დაშრობისა და/ან ნაპირების მცენარეებისგან გაწმენდისთვის ინფორმაციის მიწოდება ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებისა და ცენტრისთვის;

გ.ე) რეგულარული ენტომოლოგიური ზედამხედველობის განხორციელება, ზრდასრული, დაფრთიანებული (იმაგო) მწერების გამოჭერა და ცენტრში სქესობრივ-გვარობრივ-სახეობრივი იდენტიფიცირებისთვის გადაგზავნა, ასევე არაკომერციული (არასათევზე) წყალსატევების შესწავლა თევზი გამბუზიის არსებობაზე და საჭიროებისას წყალსატევების დაგამბუზირების ორგანიზება;

გ.ვ) მოსახლეობისთვის ინფორმაციის რეგულარული მიწოდება კოღოების გამრავლების პრევენციული ღონისძიებების შესახებ.

დ) კოღოებით, ტკიპებით, ფლებოტომუსებით და სხვა ვექტორებით გადაცემადი პარაზიტული და ვირუსული (მალარია, ლეიშმანიოზი, დენგე, ზიკა, ჩიკუნგუნია, ყირიმ-კონგო და სხვა) დაავადებებისა და ალიმენტური პარაზიტული (პროტოზოოზები, ჰელმინთოზები) ინფექციების პრევენციისა და კონტროლის გაუმჯობესებას:

დ.ა) მალარიის, ლეიშმანიოზის, დენგეს, ზიკას, ჩიკუნგუნიას, ყირიმ-კონგოსა და სხვა დაავადებების გადამტანების (კოღოები, ფლებოტომუსიები) გავრცელების კერებში (მ.შ. პრიორიტეტულია მალარიის აღმოცენება-გავრცელების მაღალი რისკის შემცველი ტერიტორიები/ზონები: შავიზღვისპირა, სახელმწიფო საზღვრისპირა/მიმდებარე, ცენტრალური სატრანსპორტო/სატრანზიტო, ტურისტული) გადამტანების წინააღმდეგ ადამიანისათვის  და კოლოგიურად უსაფრთხო ინსექტიციდებით საცხოვრებელი/არასაცხოვრებელი შენობების შიდა პერიმეტრების პროფილაქტიკური დეზინსექციის განხორციელებასა და ალიმენტური პარაზიტული დაავადებების (პროტოზოოზები, ჰელმინთოზები) პრევენციასა და კონტროლს;

დ.ბ) მალარიის კერებში დაავადებაზე სავარაუდოდ საეჭვო პირების სკრინინგული კვლევა, რაც მოიცავს სისხლის სქელი წვეთისა და ნაცხების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;

დ.გ) ამ მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტის „დ.ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ღონისძიებების უზრუნველსაყოფად საჭირო საქონლის (სამკურნალო მედიკამენტები, სადეზინსექციო პრეპარატები,  კოღოების/ფლებოტომუსების გამოსაჭერი აპარატურა/ინვენტარი) სტრატეგიული მარაგის შესყიდვას.

ე) ნოზოკომიური ინფექციების ეპიდზედამხედველობასა და ანტიბიოტიკებისადმი მიკრობთა რეზისტენტობის შესწავლას, რომელიც მოიცავს:

ე.ა) იმ სტაციონარულ დაწესებულებებში, რომლებიც გამოთქვამენ სურვილს და აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებაში საწოლების რაოდენობა ≥10), ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებებში შეგროვებული მასალის (სისხლი, ნახველი, შარდი, ქირურგიული ჩარევის მიდამოდან აღებული მასალა) ბაქტერიოლოგიური კვლევების ჩატარებას და იდენტიფიცირებული პათოგენური კულტურების ანტიმიკრობული მგრძნობელობის შესწავლას, ასევე სტანდარტული კითხვარის შევსებას ნოზოკომიური ინფექციების რისკფაქტორების დასადგენად და მიღებული შედეგების ანალიზს;

ე.ბ) იმ მრავალპროფილურ სტაციონარულ დაწესებულებებში, რომლებიც აკმაყოფილებენ წინასწარ განსაზღვრულ კრიტერიუმებს (საწოლთა საერთო რაოდენობა აღემატება 80-ს და გააჩნიათ ინტენსიური თერაპიის/რეანიმაციის განყოფილებები) და გამოთქვამენ სურვილს განახორციელონ ანტიბიოტიკების გამოყენების, ნოზოკომიური ინფექციების და ანტიმიკრობული რეზისტენტობის მომენტალური პრევალენტობის კვლევა, ცენტრი უზრუნველყოფს აღნიშნული კვლევის ხელშეწყობას თემატური ტრენინგების ჩატარების და მეთოდური რეკომენდაციების მიწოდების გზით;

ე.გ) საინფორმაციო/საგანმანათლებლო და სახელმძღვანელო მასალების შემუშავებასა და გავრცელებას;

ე.დ) ეპიდზედამხედველობას დაქვემდებარებული სამედიცინო მომსახურებასთან ასოცირებული ინფექციების შემთხვევის სტანდარტული განსაზღვრებების განახლება,  ანტიმიკრობული რეზისტენტობისა (ამრ) და სამედიცინო მომსახურებასთან  ასოცირებულ ინფექციებზე (სმაი) ზედამხედველობის ანგარიშგების ფორმატის შემუშავება და ტრენინგების ჩატარება  საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სპეციალისტებისთვის;

ე.ე) ამრ ზედამხედველობის მოთხოვნების დანერგვის ხელშეწყობა შეფასების, ტრენინგებისა და მონიტორინგის საშუალებით. ამრ ზედამხედველობის პროტოკოლის და ეუკასტის სტანდარტის დანერგვა ქვეყნის მასშტაბით, სამედიცინო პერსონალის, მათ შორის ლაბორატორიული მედიცინის სპეციალისტების გადამზადება;

ე.ვ) ანტიმიკრობული რეზისტენტობის ზედამხედველობის სამიზნე პათოგენების  (საჭიროების შემთხვევაში საკვლევი მასალის) უსაფრთხო ტრანსპორტირება, კონფირმაცია და  შემდგომი კვლევა;

ე.ზ) ამრ ლაბორატორიული ხარისხის მართვის სისტემის გაძლიერება ეროვნული გარე ხარისხის კონტროლის პროგრამის გამოყენებით:

ე.ზ.ა) ლუგარის ლაბორატორიის მიერ სამიზნე პათოგენების დამატებითი შესწავლა − სამიზნე პათოგენების ტრანსპორტირება, იდენტიფიკაცია, რეზისტენტობის პროფილის განსაზღვრა ფენოტიპურად და ამრ გენების იდენტიფიკაცია მოლეკულური მეთოდებით;

ე.ზ.ბ) ამრ გარე ხარისხის პროგრამის შედეგების ანალიზი, უკუკავშირი და შედეგებზე დაყრდნობით რეკომენდაციების შემუშავება და სამედიცინო დაწესებულებებში მონიტორინგის განხორციელება;

ე.ზ.გ) ეროვნული გარე ხარისხის პროგრამის მხარდაჭერა − კვარტალურად პროფესიული პანელების მომზადება, დისტრიბუცია და წლიური ანგარიშის მომზადება.

ვ) დიარეული დაავადებების ეპიდზედამხედველობას, რომელიც მოიცავს:

ვ.ა) შერჩეული საყრდენი ბაზებიდან, მწვავე  დიარეის მქონე პაციენტებისგან ფეკალური სინჯების აღებასა და შენახვას განსაზღვრულ პერიოდში (მაისი-ოქტომბერი) ამბულატორიული და/ან სტაციონარული მკურნალობისას;

ვ.ბ) საყრდენი ბაზებიდან შეგროვებული ფეკალური საკვლევი ნიმუშების ტრანსპორტირებას ცენტრის ლაბორატორიაში და ლაბორატორიული კვლევების განხორციელებას ნაწლავთა პათოგენებზე ეპიდსიტუაციის შესაბამისად. მიღებული შედეგების ანალიზსა და ანგარიშგებას;

ვ.გ) ექიმების, ეპიდემიოლოგებისა და ლაბორატორიული პერსონალის ინფორმირებას საქართველოში დიარეული დაავადებების ეპიდსიტუაციის, ეტიოლოგიისა და სავარაუდო ფაქტორების შესახებ;

ვ.დ) ადგილებზე გასვლით ყოველთვიური მონიტორინგის უზრუნველყოფას ,,ვ“ ქვეპუნქტის ,,ვ.ა“ და ,,ვ.ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ აქტივობათა შესრულებაზე.

ზ) გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებსა და მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებზე ეპიდზედამხედველობის ქსელის მდგრადობის შენარჩუნება და სეზონურ/პანდემიურ გრიპზე (მ.შ. კორონავირუსზე) ზედამხედველობა, რომელიც მოიცავს:

ზ.ა) საყრდენი ბაზების მომსახურებას – ქვეყანაში შერჩეული საყრდენი ბაზებიდან გრიპის/გრიპისმაგვარი დაავადების, მძიმე მწვავე რესპირაციული დაავადების (მ.შ. COVID-19-ის) კლინიკური ნიშნების მქონე პაციენტებში ნიმუშების აღებასა და შენახვას;

ზ.ბ) ჩამდინარე წყლებში სეზონური, ეპიდემიური, პანდემიური პოტენციალის (მ.შ. SARS-CoV 2) მქონე პათოგენებზე ზედამხედველობის განხორციელება − ჩამდინარე წყლების ნიმუშების აღება, შენახვა და ტრანსპორტირება;

ზ.გ) საყრდენი ბაზებიდან გრიპზე, გრიპისმაგვარ დაავადებებზე, მძიმე მწვავე რესპირაციულ დაავადებებსა და კორონავირუსზე საეჭვო პაციენტების კლინიკური ნიმუშების, ამავე მუხლის „ზ.ბ“ ქვეპუნქტითა და მე-9 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული ნიმუშების ცენტრში ტრანსპორტირებასა და ლაბორატორიულ კვლევას;

ზ.დ) ქვეყნის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში რესპირატორულ დაავადებებზე ეპიდემიოლოგიური/სტატისტიკური მონაცემების წარმოება წინასწარ განსაზღვრული წესის მიხედვით (,,სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის წარმოების და მიწოდების წესის შესახებ“ 2019 წლის 25 მარტის 01-26/ნ ბრძანების მე-5 დანართი);

ზ.ე) საყრდენ ბაზებზე ეპიდემიოლოგიური/სტატისტიკური მონაცემების წარმოებასა და შეგროვებას ცენტრის მიერ წინასწარ განსაზღვრული წესის (პროტოკოლი) მიხედვით;

ზ.ვ) ქვეყნის მასშტაბით უჩვეულო რესპირატორულ შემთხვევებზე რეაგირებას (ეპიდემიოლოგიური და ლაბორატორიული კვლევები);

ზ.ზ) სამედიცინო პერსონალის ტრენინგები, სამუშაო შეხვედრები და სამედიცინო დაწესებულებების მონიტორინგი.

თ) მწვავე B და C ჰეპატიტებზე ეპიდზედამხედველობას საყრდენი ბაზების მეშვეობით, რაც მოიცავს:

თ.ა) მწვავე ვირუსული ჰეპატიტის სიმპტომების მქონე ამბულატორიული და სტაციონარული პაციენტების სკრინინგს B ჰეპატიტზე და სკრინინგდადებითი (HBsAg+) პირების კონფირმაციულ/ დამადასტურებელ კვლევას (anti-HBc IgM) მწვავე და ქრონიკული ფორმის განსაზღვრისათვის;

თ.ბ) ვირუსული B და C მწვავე ფორმების ჰეპატიტების თითოეული დიაგნოსტირებული/დადასტურებული შემთხვევისთვის სპეციფიკური ეპიდკვლევის საანგარიშგებო ფორმის შევსებასა და გამოგზავნას (ელექტრონული ფოსტით) დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნულ ცენტრში;

თ.გ) C ჰეპატიტის მწვავე ფორმის განსაზღვრის მიზნით პჯრ (HCV RNA) კონფირმაციული/დამადასტურებელი კვლევის ჩასატარებლად საკვლევი ნიმუშის აღებასა და ტრანსპორტირებას ცენტრის შესაბამის რეგიონულ ლაბორატორიაში;

თ.დ) მწვავე B და C ჰეპატიტებზე უარყოფითი ნიმუშების მომზადებასა და ტრანსპორტირებას ცენტრის შესაბამის რეგიონულ ლაბორატორიაში A და E ჰეპატიტებზე ტესტირების მიზნით.

ი) საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სისტემის გაძლიერებას, რომელიც მოიცავს:

ი.ა) რიჩარდ ლუგარის სახელობის საზოგადოებრივი ჯანდაცვის კვლევითი ცენტრისა და ცენტრის რეგიონული ლაბორატორიებისათვის, საზოგადოებრივი ჯანმრთელობის შესაძლო საფრთხეებზე რეაგირების მიზნით, სადიაგნოსტიკო ტესტ-სისტემებისა და სახარჯი მასალის სტრატეგიული მარაგით უზრუნველყოფას;

ი.ბ) ცენტრის მიერ მე-3 მუხლის „დ.ბ“, „ე.ე“, „ვ.ა“, „ვ.ბ“, „ზ.გ“, „ზ.ვ“ და „თ.დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული ლაბორატორიული დიაგნოსტიკისთვის საჭირო სადიაგნოსტიკო საშუალებებითა და სახარჯი მასალებით უზრუნველყოფას;

ი.გ) ცენტრის მიერ ადმინისტრირებად ელექტრონულ სისტემებში ინტეგრირებული სამედიცინო სტატისტიკური ინფორმაციის დამუშავებასა და ანალიზ