1. პროგრამის მოსარგებლეები არიან საქართველოს მოქალაქეები, საქართველოში მუდმივად მცხოვრები პირები და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობა.
2. მე-3 მუხლის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული საქონელი, ურგენტულ შემთხვევებში – სასიცოცხლო სამედიცინო ჩვენებით, შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს საქართველოს ტერიტორიაზე მყოფ ნებისმიერ პირზე, ხოლო „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული საქონელი − პროფილაქტიკური აცრების ეროვნული კალენდრით გეგმურ ვაქცინაციას დაქვემდებარებულ 18 წლამდე ასაკის საქართველოს ტერიტორიაზე 3 თვეზე მეტი ხნის მანძილზე ლეგალურად მყოფ პირებზე.
3. მოსარგებლე ამ პროგრამით გათვალისწინებულ მომსახურებას იღებს სახელმწიფო დახმარების სახი