„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
საქართველოს მინისტრის ბრძანება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანება №104 |
|
2024 წლის 31 დეკემბერი ქ. თბილისი |
„პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 37-ე მუხლის მე-4 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2013 წლის 13 დეკემბრის №337 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ და „ნ“ ქვეპუნქტების საფუძველზე, ვბრძანებ:
|
| მუხლი 1 |
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებით (www.matsne.gov.ge, 31/12/2013, 140130000.22.034.016246) დამტკიცებული წესის მე-12 მუხლის:
ა) მე-8 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით: „8. პოლიციაში სამუშაოდ პირი, როგორც წესი, მიღებულ უნდა იქნეს სპეციალური კონკურსის გავლის შედეგად. პოლიციაში ვაკანტურ თანამდებობაზე სპეციალური კონკურსის გავლის გარეშე შეიძლება დაინიშნოს პირი, თუ იგი: ა) უკვე მიღებულია პოლიციაში (მსახურობს სამინისტროს სისტემაში ან აყვანილია კადრების განკარგულებაში) და მინიჭებული აქვს სპეციალური წოდება; ბ) მიიღება სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა, ობიექტების დაცვის, სტრატეგიული მილსადენების დაცვის ან ოპერატიული უზრუნველყოფის დეპარტამენტებში; გ) ინიშნება სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ-ის, სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფის ან ტერიტორიული ორგანოს უფროსად ან მის მოადგილედ.“; ბ) მე-8 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 81-83 პუნქტები: „81. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებაზე ვრცელდება ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“–„ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპები, გარდა ამ მუხლის 82 და 83 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა. 82. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებისას, ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „დ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ეტაპების გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც მსახურობს სამინისტროს სისტემაში, თუ მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები და მათი გავლიდან არ არის გასული ერთი წელი და მეტი; ბ) სამინისტროს სისტემის ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე და მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპები. 83. ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში, პირის პოლიციაში მიღებისას, ამ წესის 26-ე მუხლის პირველი პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ეტაპის გავლას არ ექვემდებარება: ა) პირი, რომელიც მსახურობს სამინისტროს სისტემაში, თუ მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპი; ბ) სამინისტროს სისტემის ყოფილი მოსამსახურე (სპეციალური წოდების მქონე პირი), თუ მისი სამსახურიდან დათხოვნის დღიდან არ არის გასული 6 თვე და მას დადგენილი წესით გავლილი აქვს აღნიშნული ეტაპი.“. |
| მუხლი 2 |
ეს ბრძანება ამოქმედდეს 2025 წლის 1 იანვრიდან.
|
|
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დიახ, საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 31.12.2024.
- როდის იქნა მიღებული „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე მიღებულია 31.12.2024. მიმღები ორგანო — საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრი. დოკუმენტის ნომერი — №104. სარეგისტრაციო კოდი — 140130000.22.034.017529.
- რამდენი მუხლისგან შედგება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 31.12.2024 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს მინისტრის ბრძანება „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 31 დეკემბრის №995 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე, №104, 31.12.2024, სარეგისტრაციო კოდი 140130000.22.034.017529 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.12.2024). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6376620/