„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№11
სარეგისტრაციო კოდი
040090000.10.003.024901
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს მთავრობის

დადგენილება №11

2025 წლის 20 იანვარი

ქ. თბილისი

 

„სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე
მუხლი 1
„ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-20 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2021 წლის 20 დეკემბრის №595 დადგენილებაში (www.matsne.gov.ge, 22/12/2021, 040090000.10.003.023151) შეტანილ იქნეს ცვლილება და:

1. დადგენილების პირველი მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 1. „სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის მე-5 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტისა და თავდაცვის კოდექსის მე-9 მუხლის მე-17 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე, დამტკიცდეს თანდართული „სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვის სამინისტროსა და მის სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სარგებლობაში გადაცემული ან/და მათ ბალანსზე რიცხული, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული სამხედრო დანიშნულების ქონების განკარგვის დებულება“.“.

2. დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-20 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. განადგურებას შეიძლება დაექვემდებაროს:

ა) აღრიცხვიდან მოხსნილი და ჩამოწერილი სამხედრო დანიშნულების ქონება − მოძრავი ნივთი, თუ:

ა.ა) იგი წარმოადგენს საფრთხის წყაროს;

ა.ბ) მისი სხვა ფორმებით განკარგვა მიზანშეუწონელია;

ა.გ) მისი განადგურების საჭიროება გამომდინარეობს ქვეყნის საერთაშორისო ვალდებულებიდან ან/და კანონმდებლობიდან;

ბ) „სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული საქართველოს თავდაცვისა და შინაგან საქმეთა სამინისტროების ბალანსზე რიცხული იმ ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის შესახებ, რომელიც არ ექვემდებარება ჩამოწერას და აღრიცხვიდან მოხსნას საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 21 მარტის №197 ბრძანებულებით დამტკიცებული „გამოუსადეგარ (ზღვრულ) მდგომარეობამდე მიყვანილი ან დაკარგული შეიარაღებისა და ტექნიკის, სამხედრო-ტექნიკური და საბრძოლო მასალების ნომენკლატურაში შემავალი და სხვა ქონების ჩამოწერისა და აღრიცხვიდან მოხსნის დებულებით“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 20 აპრილის №177 დადგენილების მე-2 მუხლის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შეიარაღება, სამხედრო ტექნიკა ან მათი შემადგენელი ნაწილი, აგრეთვე საბრძოლო მასალა.

2. წერილობით გადაწყვეტილებას ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული სამხედრო დანიშნულების ქონების განადგურების შესახებ იღებს:

ა) საქართველოს თავდაცვის მინისტრი, როდესაც გასანადგურებელი მოძრავი ნივთი:

ა.ა) სამინისტროს სარგებლობაშია გადაცემული ან/და მის ბალანსზე ირიცხებოდა ან ჩამოიწერა დადგენილი წესით;

ა.ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის სარგებლობაშია გადაცემული ან/და მის ბალანსზე ირიცხებოდა ამ საჯარო სამართლის იურიდიული პირის წერილობითი მომართვის საფუძველზე, თუ ამ პირს მოძრავი ნივთის განადგურებისთვის შესაბამისი რესურსი არ გააჩნია;

ბ) სამინისტროს სისტემაში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის ხელმძღვანელი (გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა.ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა), სამინისტროსთან შეთანხმებით.“.

მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე