„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის №967 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№1052
სარეგისტრაციო კოდი
010320020.22.027.017538
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/01/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის

ბრძანება №1052

2025 წლის 31 იანვარი

ქ. თბილისი

 



მუხლი 1
„საქართველოს იუსტიციის სამინისტროს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის მიერ სამსახურის გავლის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2024 წლის 4 იანვრის №967 ბრძანებით (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (www.matsne.gov.ge), 05/01/2024, სარეგისტრაციო კოდი: 010320020.22.027.017455) დამტკიცებულ წესში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-10 და მე-11 მუხლები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 10. პირის კონკურსის წესით დანიშვნა

1. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, პირი გენერალურ ინსპექციაში სამინისტროს საშტატო ნუსხით გათვალისწინებულ შესაბამის თანამდებობაზე ინიშნება ღია კონკურსის საფუძველზე.

2. პირი გენერალური ინსპექციის მეორე ან მესამე რანგის მოსამსახურის თანამდებობაზე მინისტრის გადაწყვეტილებით შეიძლება დაინიშნოს აგრეთვე:

ა) დახურული კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას საჯარო სამსახურის სისტემის მასშტაბით. დახურულ კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს, სხვა საჯარო დაწესებულების საჯარო მოსამსახურეს (შტატით გათვალისწინებულ თანამდებობაზე მყოფ პირს) და იუსტიციის სამინისტროს სისტემის მოსამსახურეს;

ბ) გენერალური ინსპექციის შიდა კონკურსის საფუძველზე, რაც გულისხმობს კონკურსის გზით შესაფერისი კანდიდატის შერჩევას გენერალური ინსპექციის მოსამსახურეებიდან, სტაჟიორებიდან და სტაჟიორთა რეესტრიდან. გენერალური ინსპექციის შიდა კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვს მოსამსახურეს (მათ შორის, დროებით მოვალეობის შემსრულებელს), რომელსაც არ გააჩნია მოქმედი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა, აგრეთვე გენერალური ინსპექციის სტაჟიორს და სტაჟიორთა რეესტრში მყოფ პირს.

მუხლი 11. პირის უკონკურსოდ დანიშვნა

1. პირი, თუ იგი აკმაყოფილებს სამსახურში მიღების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, უკონკურსოდ შეიძლება დაინიშნოს კონკურსის ჩატარებამდე დროებით მოვალეობის შემსრულებლად გენერალური ინსპექციის მეორე, მესამე ან მეოთხე რანგის მოსამსახურის ვაკანტურ თანამდებობაზე, არაუმეტეს 12 თვის ვადისა, ან გენერალური ინსპექციის მეორე, მესამე ან მეოთხე რანგის დროებით არმყოფი მოსამსახურის თანამდებობაზე, არაუმეტეს მისი არყოფნის პერიოდისა. ამ პუნქტით გათვალისწინებულ ერთსა და იმავე თანამდებობაზე პირის ხელმეორედ უკონკურსოდ დანიშვნა დაუშვებელია.

2. პირი, თუ იგი აკმაყოფილებს სამსახურში მიღების ამ წესით დადგენილ მოთხოვნებს, გენერალური ინსპექციის პირველი რანგის მოსამსახურის თანამდებობაზე უკონკურსოდ ინიშნება.“.

2. მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„2. კანდიდატი განაცხადს წარადგენს მხოლოდ ელექტრონული ფორმით, ამ წესით გათვალისწინებულ ღია და დახურულ კონკურსში მონაწილეობისთვის – საჯარო სამართლის იურიდიული პირის − საჯარო სამსახურის ბიუროს მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის მეშვეობით, ხოლო ამ წესით გათვალისწინებულ შიდა კონკურსში მონაწილეობისთვის – განაცხადის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტის მიერ მითითებულ ელექტრონულ ფოსტაზე გაგზავნის გზით.“.

3. მე-15 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. პირს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის თანამდებობაზე ნიშნავს მინისტრი ან მინისტრის მიერ უფლებამოსილი პირი. კონკურსის წესით შერჩეულ პირს გენერალური ინსპექციის მოსამსახურის შესაბამის თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს საკონკურსო კომისია. გენერალური ინსპექციის მეორე, მესამე ან მეოთხე რანგის მოსამსახურის თანამდებობაზე პირის უკონკურსოდ დანიშვნის შემთხვევაში მას ამ თანამდებობაზე დასანიშნად წარადგენს გენერალური ინსპექციის უფროსი.“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს იუსტიციის მინისტრიანრი ოხანაშვილი