„ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფებისა და შეღავათების დამტკიცების შესახებ“ ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2024 წლის 25 ივნისის N9 დადგენილებაში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება (1)
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება №8 |
|
2025 წლის 27 მარტი ქ. ლანჩხუთი |
ა) დადგენილების მე-3 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 3. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრასპორტო საშუალებების მარშუტებზე მგზავრობის ტარიფის გადახდის სისტემას ნერგავს და ამ დადგენილებით განსაზღვრული მგზავრობის საფასურის მოკრებას ახორციელებს უფლებამოსილი სუბიექტი – შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ გადახდის სისტემის მოწყობის ფარგლებში. ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერია უზრუნველყოფს სამგზავრო პლასტიკური ბარათების დამზადებასა და გაცემას.“
ბ) დადგენილების მე-4 მუხლის მე-5, მე-6 და მე-7 პუნქტები ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 4.
5. შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“ მოთხოვნის საფუძველზე, მოთხოვნის მიღებისთანავე (მაგრამ არაუგვიანეს 2 (ორი) სამუშაო დღისა) უზრუნველყოფს ბარათის დაბლოკვას.
6. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე პირებზე სამგზავრო პლასტიკური ბარათის გაცემა/აღდგენა ხორციელდება მათ მიერ შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიისთვის“ მიმართვის საფუძველზე.
7. ამ დადგენილების მე-2 მუხლით განსაზღვრული შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით სარგებლობის მიზნით გასაცემი სამგზავრო პერსონიფიცირებული პლასტიკური ბარათის მისაღებად წარმოდგენილი უნდა იქნეს შესაბამისი სტატუსის დამადასტურებელი დოკუმენტი.“
გ) დადგენილების მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 5. ამ დადგენილების პირველი მუხლით გათვალისწინებული ტარიფები ჩაირიცხოს შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანია“-ს საბანკო ანგარიშზე. მიღებული შემოსავალი მოხმარდეს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში ეკონომიკის რეგულირებად სფეროებად განსაზღვრული რეგულარული სამგზავრო გადაყვანის M2 და M3 კატეგორიების ავტოსატრანსპორტო საშუალებების უზრუნველყოფას.“
დ) დადგენილების მე-6 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„მუხლი 6. „შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიამ“ ექვს თვეში ერთჯერ უზრუნველყოს ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის მერისათვის ინფორმაციის მიწოდება ფაქტობრივად გადაყვანილ (მათ შორის, შეღავათიანი მგზავრობის ტარიფით მოსარგებლე) მგზავრთა რაოდენობისა და შპს „ლანჩხუთის სატრანსპორტო კომპანიის“ საბანკო ანგარიშზე მგაზვრობის საფასურიდან შემოსული თანხების შესახებ.“
|