📋 ეს დოკუმენტი აუქმებს 1 აქტს

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 17.04.2025
გამომცემი ორგანო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრი
ნომერი №01-04/1
სარეგისტრაციო კოდი 450020000.33.058.016177 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 17/04/2025
1,244 სიტყვა · ~6 წთ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📋 აუქმებს — 1 აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
საქართველოს კულტურის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 96% 09.09.2025 სკოლისგარეშე საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მინისტრის ბრძანება 93% 18.09.2019 გორის მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის (ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების), ნასყიდობის ხელშეკრულებისა და საკუთრების დამადასტურებელი მოწმობის ფორმების დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 09.03.2018 მშენებლობის სანებართვო მოწმობის ფორმის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, მშენებლობის სანებართვო მოწმობის აღრიცხვის ჟურნალის, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი მშენებლობის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 26.12.2018 გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის ფორმის, გარე რეკლამის მოწმობის გამოყენებისა და აღრიცხვა-ანგარიშგების წესის, გარე რეკლამის სანებართვო მოწმობის უწყებრივი სანებართვო რეესტრი, დაბრუნებული (გაფუჭებული, უვარგისი) მოწმობების აღრიცხვის ჟურნალის, გამოსაყენებლად უვარგისი გარე რეკლამის სანებართვო მოწმობების ჩამოწერის აქტის ფორმის დამტკიცების შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს დადგენილება 87% 02.02.2018

დოკუმენტის ტექსტი

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ბრძანება №01-04/1 2025 წლის 17 აპრილი ქ. ბათუმი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დაქვემდებარებაში არსებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის –  მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ  „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონის მე-13 მუხლისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2025 წლის 28 თებერვლის №1 დადგენილებით დამტკიცებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს დებულების მე-3 მუხლის მე-3 პუნქტის „ლ“ და „მ“ ქვეპუნქტების თანახმად, ვბრძანებ: 1. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმა (დანართი №1).  2. დამტკიცდეს სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის გაცემის წესი (დანართი №2). 3. ძალადაკარგულად გამოცხადდეს „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ დაფუძნებული სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმისა და მისი გაცემის წესის დამტკიცების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრის 2012 წლის 5 აპრილის №90 ბრძანება (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, ვებგვერ­დი, 05/04/2012, ს/კ 430080000.33.058.016026). 4. ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.  აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრიელისო ბოლქვაძე დანართი № 1 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის –  მოწმობის ფორმა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა კულტურის სამინისტრო მ ო წ მ ო ბ ა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა  კულტურის სამინისტრო სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულება –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– დამთავრების დამადასტურებელი მოწმობა სერია –––––– № –––––– მიეცა –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (მოსწავლის სახელი, გვარი) რომელმაც ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– წელს დაამთავრა                                           (სწავლის დამთავრების თარიღი) ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– (დაწესებულების სრული სახელწოდება, პროგრამის დასახელება (საფეხურის აღნიშვნით), პროგრამის ხანგრძლივობა)  და მიიღო შემდეგი შეფასებები 1.–––––––––––––––––––––––––––– 10.––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––– 11.––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––– 12.––––––––––––––––––––––––––– 4.–––––––––––––––––––––––––––– 13.––––––––––––––––––––––––––– 5.–––––––––––––––––––––––––––– 14.––––––––––––––––––––––––––– 6.–––––––––––––––––––––––––––– 15.––––––––––––––––––––––––––– 7.–––––––––––––––––––––––––––– 16.––––––––––––––––––––––––––– 8.–––––––––––––––––––––––––––– 17.––––––––––––––––––––––––––– 9.–––––––––––––––––––––––––––– 18.––––––––––––––––––––––––––– დირექტორი: ––––––––––––––––––­­­­­–––––––––                                                                                                                     ბ.ა. პასუხისმგებელი პირი: ––––––––––––––––––– გაცემის თარიღი: ––––––––––––––––––––––––– AUTONOMOUS REPUBLIC OF AJARA MINISTRY OF CULTURE The Out-of-School Art Educational Institution  ––––––––––––––––––––––––––––––––––––––– Certificate proving completion of the course Serial –––– № –––– It was given to ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––­­­–––––––––––––– who graduated from ––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– –––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––––– in ––––––––––– with the following grades 1.–––––––––––––––––––––––––––– 10.––––––––––––––––––––––––––– 2.–––––––––––––––––––––––––––– 11.––––––––––––––––––––––––––– 3.–––––––––––––––––––––––––––– 12.––––––––––––––––––––––––––– 4.–––––––––––––––––––––––––––– 13.––––––––––––––––––––––––––– 5.–––––––––––––––––––––––––––– 14.––––––––––––––––––––––––––– 6.–––––––––––––––––––––––––––– 15.––––––––––––––––––––––––––– 7.–––––––––––––––––––––––––––– 16.––––––––––––––––––––––––––– 8.–––––––––––––––––––––––––––– 17.––––––––––––––––––––––––––– 9.–––––––––––––––––––––––––––– 18.––––––––––––––––––––––––––– Director: –––––––––––––––––––––––––                                                                                                   Seal Responsible person: ––––––––––––––––– Date of Issue: –––––––––––––––––––­­––– სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმის აღწერილობა, მახასიათებლები და დამცავი ნიშნები 1. მოწმობის გარეკანზე (პირველ გვერდზე) გამოისახება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის გერბი, ქართულ ენაზე იბეჭდება წარწერა – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა; კულტურის სამინისტრო“ და „მოწმობა“. 2. მოწმობის მეორე მხარეს ქართულ (მარჯვენა მხარე) და ინგლისურ (მარცხენა მხარე) ენებზე აღინიშნება: სამართალსუბიექტის სრული სახელწოდება – „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კულტურის სამინისტრო“, სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების სრული დასახელება სამართლებრივი ფორმის მითითებით, მოწმობა, დოკუმენტის სერია, ნომერი (სერია უნდა შედგებოდეს 2 ლათინური შრიფტისაგან, რომელიც განისაზღვრება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით). ნომერი უნდა შედგებოდეს 6 ციფრისაგან – 000001-დან ზევით უწყვეტად და თანმიმდევრულად), მოწმობის მფლობელის სახელი, გვარი, სწავლის დამთავრების თარიღი, შესაბამისი სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების სრული სახელწოდება, პროგრამის დასახელება, კონკრეტული საფეხურის გავლის შემთხვევაში კი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება საფეხურის აღნიშვნით, პროგრამის ხანგრძლივობა, სწავლის პერიოდში მიღებული საბოლოო შეფასებები (საგნების მიხედვით), დირექტორისა და მოწმობის გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერები. დაწესებულების ბეჭედი და მოწმობის გაცემის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი). 3. მოწმობა უნდა დამზადდეს 200-250 გრ ცარცის ქაღალდზე A4 (გადაკეცილი A5) ზომით. მოწმობის გარეკანზე მიეთითება სამართალსუბიექტის სახელწოდება – აჭარის ავტონომიური რესპუბლიკა, კულტურის სამინისტრო და წარწერა – მოწმობა (დიდი შრიფტით). მოწმობის მეორე მხარეს ყველა წარწერა (ქართულ და ინგლისურ ენებზე), ხაზი და მათი ნუმერაცია უნდა შესრულდეს შავი ფერით. მოწმობის გარეკანი და მეორე მხარეს განლაგებული (ქართულ და ინგლისურ ენებზე) ტექსტი უნდა იყოს ჩასმული ოქროსფერ დეკორატიულ ჩარჩოში. 4. მოწმობის გაყალბებისგან დამცავ ნიშნებად განისაზღვროს: ა) ყველა ხაზი შესრულებული მიკროშრიფტით, უწყვეტი შესაბამისი წარწერით, სადაც იკითხება: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო; ბ) დამცავი (გილოშირებული) ბადეები. დანართი №2 სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის –  მოწმობის გაცემის წესი მუხლი 1🔗. მოწმობის ფორმებით უზრუნველყოფა 1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო), სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების (შემდგომში – დაწესებულება) დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის ფორმების (შემდგომში – ფორმები) გაცემას უზრუნველყოფს მის დაქვემდებარებაში არსებულ სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულებებზე. 2. ფორმების დაკვეთას ახორციელებს სამინისტრო კანონმდებლობით დადგენილი წესით შერჩეულ შესაბამის პოლიგრაფიულ საწარმოში ხელშეკრულების საფუძველზე. მუხლი 2🔗. ფორმების შენახვა და გაცემა 1. ფორმები უნდა ინახებოდეს ცეცხლგამძლე სეიფში. 2. ფორმების შენახვა-გაცემას სამინისტროში უზრუნველყოფს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის მინისტრის (შემდგომში – მინისტრი) ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი (შემდგომში –  უფლებამოსილი პირი). უფლებამოსილი პირი პოლიგრაფიული საწარმოდან გამოტანილ ფორმებს იბარებს მიღება-ჩაბარების აქტით. მუხლი 3🔗. სამინისტროს მიერ ფორმების გაცემა 1. ამ წესის მეორე მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს ფორმების გაცემის რეგისტრაციას შესაბამის ჟურნალში. 2. ფორმების მისაღებად სამინისტროში ყოველი სასწავლო წლის ბოლოს წარმოდგენილი უნდა იქნეს დაწესებულების დირექტორის მიერ ხელმოწერილი და ბეჭდით დამოწმებული განაცხადი და ბრძანებით დამტკიცებული კურსდამთავრებული მოსწავლეების სიები საბოლოო შეფასებებით სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში. 3. სამინისტროდან ფორმების გატანის უფლება, შესაბამისი მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შედეგად აქვს დაწესებულების დირექტორს ან სათანადო მინდობილობისა და პირადობის მოწმობის წარმოდგენის საფუძველზე, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით განსაზღვრულ პასუხისმგებელ პირს (შემდგომში – პასუხისმგებელი პირი). 4. დაწესებულების მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია ინახება სამინისტროში შესაბამისი ვადით. მუხლი 4🔗. დაწესებულების მიერ მოწმობის გაცემის წესი 1. სკოლისგარეშე სახელოვნებო საგანმანათლებლო დაწესებულების დამთავრების დამადასტურებელი დოკუმენტის – მოწმობის (შემდგომში – მოწმობა) შევსება ხორციელდება სასწავლო გეგმით გათვალისწინებულ საგნებში კურსდამთავრებული მოსწავლის მიერ მიღებული შეფასებების აღნიშვნით. 2. მოწმობების რეგისტრაციას, შევსებას, შენახვას და გაცემას უზრუნველყოფს პასუხისმგებელი პირი. 3. ფორმების მიღება-ჩაბარება, დაწესებულების მიერ გაცემული და გამოსაყენებლად უვარგისი ჩამოწერილი მოწმობები და სხვა აღირიცხება მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალში. ჟურნალი უნდა იყოს ზონარგაყრილი, დანომრილი და დალუქული (პასუხისმგებელი პირის ხელმოწერითა და შესაბამისი დაწესებულების  ბეჭდით  დამოწმებული). 4. ჟურნალში ყველა ჩანაწერი კეთდება ლურჯი ან შავი კალმით. დაუშვებელია გადაფხეკა, გადასწორება ან ადრე გაკეთებული ჩანაწერის გასწორება, მოშორება კორექტორის ან სხვა საშუალებით. აუცილებლობის შემთხვევაში უზუსტო ჩანაწერი გადაიხაზება ერთი ხაზით, ისე რომ ნათლად ჩანდეს ადრე დაწერილი ტექსტი. ჟურნალის მწარმოებელი პასუხისმგებელი პირი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს „შენიშვნის“ გრაფაში. აწერს ხელს და უთითებს თარიღს. 5. მოწმობა ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. მოწმობაში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. ფორმების დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ხდება გამოსაყენებლად უვარგისი (გაფუჭებული) ფორმის ჩამოწერა ამ წესის მე-5 მუხლის შესაბამისად. 6. მოწმობის გაცემა წარმოებს პასუხისმგებელი პირის მიერ, კურსდამთავრებული მოსწავლის დაბადების მოწმობის ან ამ დოკუმენტის ნოტარიულად დამოწმებული ასლის წარმოდგენის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის წარდგენის საფუძველზე. 7. მოწმობის გატანა დასტურდება კურსდამთავრებული მოსწავლის/კანონიერი წარმომადგენლის მიერ ჟურნალში გაკეთებული ხელმოწერით (შენიშვნა – არასრულწლოვან მოსწავლეზე გასაცემი მოწმობის გატანის უფლებამოსილება გააჩნია მის კანონიერ წარმომადგენელს). 8. გაცემული მოწმობების ქსეროასლები, დამოწმებული დაწესებულების ბეჭდითა და გაცემაზე პასუხისმგებელი პირის ხელმოწერით, ინახება დაწესებულებაში. 9. დაწესებულება ვალდებულია წინამდებარე ბრძანებით დადგენილი წესით ფორმების მიღებიდან არაუგვიანეს ერთი თვისა უზრუნველყოს მოწმობების გაცემა კურსდამთავრებულ მოსწავლეებზე. 10. მოწმობის რეგისტრაციის ჟურნალი დაწესებულებაში უნდა ინახებოდეს უვადოდ. მუხლი 5🔗. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა 1. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობების ჩამოწერა შეიძლება შევსების დროს დაშვებული შეცდომისა ან ფიზიკური დაზიანების შემთხვევაში. 2. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ჩამოწერა უნდა მოხდეს არაუგვიანეს მომდევნო სამუშაო დღისა, დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. 3. გამოსაყენებლად უვარგისი მოწმობის ერთი ნახევარი (ქართული ნაწილი) ინახება დაწესებულებაში, ხოლო მეორე ნახევარი (ინგლისური ნაწილი) წარედგინება სამინისტროს ჩამოწერის აქტთან და კომისიის ოქმთან ერთად, რის საფუძველზეც გაიცემა მოწმობის ახალი ფორმა. 4. სამინისტროში ფორმის დაზიანების შემთხვევაში მოწმობის უვარგისი ფორმის ჩამოწერა ხდება ყოველი კალენდარული წლის ბოლოს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. მუხლი 6🔗. გამოუყენებელი მოწმობის ჩამოწერა და უტილიზაცია გამოუყენებელი მოწმობის ჩამოწერა და უტილიზაცია ხდება მინისტრის ბრძანებით შექმნილი კომისიის ოქმისა და ჩამოწერის აქტის საფუძველზე. მუხლი 7🔗. მოწმობის დუბლიკატი გაცემული მოწმობის დაკარგვის ან დაზიანების შემთხვევაში ახალი მოწმობის გაცემისათვის დაწესებულება, კურსდამთავრებული მოსწავლის განცხადების საფუძველზე მიმართავს სამინისტროს. შესაბამისი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში სამინისტროსთან შეთანხმებით დაწესებულება დაკარგული მოწმობის ნაცვლად გასცემს მოწმობის დამოწმებულ ქსეროასლს დაწესებულებაში შენახული მოწმობის ქსეროასლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში ქსეროასლის დედანთან შესაბამისობის დასტურად მოწმობის ქსეროასლის უკანა მხარეს კვლავ დაესმება დაწესებულების ბეჭედი, კალმით მიეთითება წარწერა – „სწორია“, რომელსაც ხელს აწერს დაწესებულების ხელმძღვანელი. მუხლი 8🔗. გარდამავალი დებულება სამინისტრო არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს უფლებამონაცვლე მოწმობის დუბლიკატის გაცემის ნაწილში.