„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№70
სარეგისტრაციო კოდი
120010000.22.026.017357
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 21/05/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს თავდაცვის  მინისტრის

ბრძანება №70

2025 წლის 20 მაისი

ქ. თბილისი

 

„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ” საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებაში ცვლილების შეტანის თაობაზე


მუხლი 1
„საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გენერალური ინსპექციის დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2025 წლის 17 თებერვლის №8 ბრძანებით (ვებგვერდი, 17/02/2025; სარეგისტრაციო კოდი: 120010000.22.026.017292) დამტკიცებულ დებულებაში შეტანილ იქნეს  ცვლილება და მე-8 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

მუხლი 8. საგამოძიებო მთავარი სამმართველო

საგამოძიებო მთავარი სამმართველო:

ა) ახორციელებს კანონმდებლობით განსაზღვრულ საგამოძიებო ქვემდებარეობის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეთა გამოძიებას, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 143​​1 მუხლის პირველი ნაწილის „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ფარულ საგამოძიებო მოქმედებებს;

ბ) ოპერატიულ მთავარ სამმართველოსთან კოორდინაციით, ახორციელებს მართლსაწინააღმდეგო ქმედების პრევენციის  მიზნით შესაბამისი, კანონმდებლობით განსაზღვრული ზომების გატარებას კომპეტენციის ფარგლებში;

გ) ახორციელებს წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეთა თემატურ შესწავლას, დამუშავებას და შესაბამისი რეკომენდაციების მომზადებას;

დ) გენერალური ინსპექციის ოპერატიულ მთავარ სამმართველოსთან კოორდინაციით, ახორციელებს ინფორმაციის მოპოვებას, დამუშავებასა და შეჯამებას, შემდგომში საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების, მართლსაწინააღმდეგო ქმედების თავიდან აცილების, აღკვეთისა და გახსნის ღონისძიებების მომზადების და განხორციელების მიზნით;

ე) კანონმდებლობით დადგენილი წესით, გენერალური ინსპექციის სხვა სტრუქტურულ ქვედანაყოფებთან კოორდინაციით, შეისწავლის სამინისტროს სისტემაში სახელმწიფო საიდუმლოების დაცვის მდგომარეობას დანაშაულის შესაძლო ნიშნების გამოვლენის ან/და დანაშაულის პრევენციის მიზნით;

ვ) ასრულებს გენერალური ინსპექციის უფროსის სხვა დავალებებს.".

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს თავდაცვის მინისტრიირაკლი ჩიქოვანი