“საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე" საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ"

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№651
სარეგისტრაციო კოდი
010.320.010.22.033.008.797
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , სსმ, 84, 23/06/2006
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

სახელმწიფო სარეგისტრაციო კოდი 010.320.010.22.033.008.797

საქართველოს ფინანსთა მინისტრის

ბრძანება №651

2006 წლის 21 ივნისი

ქ. თბილისი

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №228 ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ

,,ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს კანონის 36-ე მუხლის შესაბამისად, ,,ფინანსური პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებებისა და დამატებების შეტანის თაობაზე“ საქართველოს 2005 წლის 9 დეკემბრის №2235 კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის ,,დ“ ქვეპუნქტისა და ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს დებულების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2004 წლის 21 მაისის №39 დადგენილებით დამტკიცებული დებულების მე-4 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ლ“ ქვეპუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ:

    მუხლი 1.

,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №228 ბრძანებით (სსმ III, 2006წ., №39, მუხ.461) დამტკიცებულ ,,საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის ზოგიერთ თანამდებობის პირთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარების წესში“ შეტანილ იქნეს ცვლილებები:

ა) წესის პირველი მუხლის მე-3 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,3. წესი განსაზღვრავს პოლიციაში საკვალიფიკაციო გამოცდის ჩატარების თანმიმდევრობას.“

ბ) წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა საკვალიფიკაციო გამოცდების ჩატარებას ახორციელებს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საკონკურსო-საატესტაციო კომისია (შემდგომში _ კომისია), რომლის შექმნისა და ფუნქციონირების წესი განისაზღვრება ,,ფინანსური პოლიციის თანამშრომელთა კონკურსისა და ატესტაციის ჩატარების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2006 წლის 21 მარტის №227 ბრძანებით. კომისიის შემადგენლობაში შედიან კომისიის თავმჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე და კომისიის წევრები.“

გ) ამოღებულ იქნეს წესის მე-5 მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 პუნქტები.

დ) ამოღებულ იქნეს წესის მე-7 მუხლი.

ე) წესის მე-11 მუხლის პირველი პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

,,1. პოლიციის თანამშრომელი, რომელიც გამოთქვამს საკვალიფიკაციო გამოცდაზე გასვლის სურვილს, ვალდებულია გამოცდის ჩატარებამდე არა უგვიანეს ერთი კვირით ადრე წარადგინოს განაცხადი სამდივნოში, რასაც უნდა დაურთოს პოლიციის პირადობის დამადასტურებელი საბუთი და ორი ფოტოსურათი ზომით 3X4.“.

    მუხლი 2.

ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

ა. ალექსიშვილი