სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ

მიღების თარიღი 03.06.2025
გამომცემი ორგანო საქართველოს მთავრობა
ნომერი №194
სარეგისტრაციო კოდი 460080000.10.003.025086 10
გამოქვეყნების წყარო matsne.gov.ge, 04/06/2025
კონსოლიდირებული ვერსიები 2 ვერსია ↓
1,532 სიტყვა · ~8 წთ
📖 ტერმინთა განმარტებები (3)
სააგენტო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო
მუხლი 2
სამინისტრო
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
მუხლი 2
აღნაგობის უფლებით გადაცემა − ბენეფიცი
არისათვის უძრავი ქონების, საქართველოს მთავრობის თანხმობით, პირდაპირი გადაცემის ფორმით,  ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესრულების სანაცვლოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემა
მუხლი 2
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧠 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები (5)
სურსათით საქველმოქმედო საქმიანობის ავტორიზაციის წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 91% 24.04.2024 სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 90% 20.04.2022 სახელმწიფო საკუთრებაში არსებული საძოვრების ხელმისაწვდომობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 06.10.2021 სახელმწიფო პროგრამის – „ქართული ბოსტნეული სათბურებიდან“ დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 26.08.2024 „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის რესურსზე ხელმისაწვდომობის“ სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება 89% 23.07.2020
კონსოლიდირებული ვერსიები (2)
04.06.2025
27.08.2025
მოქმედი

დოკუმენტის ტექსტი

სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ საქართველოს მთავრობის დადგენილება №194 2025 წლის 3 ივნისი ქ. თბილისი სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის დამტკიცების შესახებ მუხლი 1🔗 „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის „ვ“ და „კ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, დამტკიცდეს თანდართული „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“. მუხლი 2🔗 საქართველოს სპორტის სამინისტრომ, საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრომ და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალმა სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნულმა სააგენტომ უზრუნველყონ ამ დადგენილებით დამტკიცებული პროგრამის ფარგლებში შესაბამისი ღონისძიებების განხორციელება. მუხლი 3🔗 დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე. პრემიერ-მინისტრიირაკლი კობახიძე სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა მუხლი 1🔗. პროგრამის მიზანი „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამის“ (შემდგომში − პროგრამა) მიზანია საქართველოში სპორტის განვითარება, ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობა, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის მხარდაჭერა უძრავ ქონებაზე ხელმისაწვდომობის საშუალებით. მუხლი 2🔗. ტერმინთა განმარტება ამ პროგრამის მიზნებისათვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა: ა) პროგრამა − „სპორტული ინფრასტრუქტურის განვითარების ხელშეწყობის სახელმწიფო პროგრამა“; ბ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ − სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო; გ) სამინისტრო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო; დ) სპორტის სამინისტრო − საქართველოს სპორტის სამინისტრო; ე) განათლების სამინისტრო − საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო; ვ) უძრავი ქონება − სახელმწიფო საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი, მასზე არსებული შენობა-ნაგებობით (მშენებარე, აშენებული ან დანგრეული) ან მის გარეშე; ზ) ბენეფიციარი − პირი, რომელთანაც გაფორმებულია აღნაგობის ხელშეკრულება; თ) აღნაგობის უფლებით გადაცემა − ბენეფიციარისათვის უძრავი ქონების, საქართველოს მთავრობის თანხმობით, პირდაპირი გადაცემის ფორმით,  ამ პროგრამით დადგენილი პირობების შესრულების სანაცვლოდ, აღნაგობის უფლებით გადაცემა; ი) განცხადება − მეწარმე სუბიექტის  მიერ, ამ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე სააგენტოში წარდგენილი განცხადება; კ) აღნაგობის ხელშეკრულება − ამ პროგრამით დადგენილი წესით, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის გასაფორმებელი აღნაგობის ხელშეკრულება; ლ) მეწარმე სუბიექტი − პროგრამაში მონაწილეობის მიღების სურვილის მქონე, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად რეგისტრირებული ფიზიკური ან იურიდიული პირი, გარდა სახელმწიფოს ან/და მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით დაფუძნებული იურიდიული პირებისა ან/და ამ უკანასკნელთა წილობრივი მონაწილეობით შექმნილი იურიდიული პირებისა; მ) დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში − „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის    მე-7 პუნქტით გათვალისწინებული პირის მიერ გაცემული ანგარიში. მუხლი 3🔗. პროგრამაში მონაწილეობის პირობები პროგრამაში მონაწილეობის მიღების უფლება აქვს მეწარმე სუბიექტს, რომელიც გამოთქვამს მზადყოფნას, სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის/ განვითარების მიზნით, შესაბამის უძრავ ქონებაზე განახორციელოს ინვესტიცია და უზრუნველყოს შესაბამისი ინფრასტრუქტურის შემდგომი ფუნქციონირება და რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ მოთხოვნებს: ა) არ გააჩნია საგადასახადო დავალიანება; ბ) არ არის აღრიცხული მოვალეთა რეესტრში. მუხლი 4🔗. პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის პირობები 1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, პირდაპირი გადაცემის ფორმით, საქართველოს მთავრობის თანხმობით, აღნაგობის უფლებით გადაეცემა უძრავი ქონება 20 (ოცი) წლის ვადით. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების ვადა შესაძლებელია, გაგრძელდეს დამატებით 20 (ოცი) წლის ვადით, კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლებით გადაცემის საზღაურის საბაზრო ღირებულების გადახდისა და პროგრამით გათვალისწინებული სხვა პირობებით. 2. აღნაგობის უფლების საზღაური აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან პირველი 10 წლის განმავლობაში განისაზღვრება ერთჯერადად გადასახდელი 1 (ერთი) ლარის ოდენობით, ხოლო აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების მეთერთმეტე და შემდგომ წლებში − სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს მიერ დადგენილი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის საზღაურის საბაზრო ღირებულების ოდენობით. 3. მეწარმე სუბიექტი ვალდებულია, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის შესაბამისი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებამდე, სააგენტოს წარუდგინოს ბენეფიციარის მიერ პროგრამის ფარგლებში განსახორციელებელი ინვესტიციის არანაკლებ 10%-ის ოდენობის უპირობო და გამოუხმობი საბანკო გარანტია, რომლის მოქმედების ვადა არანაკლებ 4 (ოთხი) თვით  უნდა აღემატებოდეს შესაბამისი სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნის ვალდებულების შესრულებისათვის განსაზღვრულ ვადას და რომელიც მისი მოქმედების პერიოდში უზრუნველყოფს ბენეფიციარის მიერ ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული პირობების შესრულებას. 4. ბენეფიციარს უძრავი ქონება აღნაგობის უფლებით გადაეცემა შემდეგი პირობების შესრულების სანაცვლოდ: ა) აღნაგობის უფლების საზღაურის გადახდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით განსაზღვრული წესით; ბ) აღნაგობის ხელშეკრულების დადებიდან განცხადებით შეთავაზებულ ვადაში, აღნაგობის უფლებით გადაცემულ უძრავ ქონებაზე ან მის ნაწილზე განცხადებით შეთავაზებული სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნა/განვითარება; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების მიზნით, არანაკლებ განცხადებით შეთავაზებული ოდენობის ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) განხორციელება; დ) აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ უძრავ ქონებაზე შექმნილი/განვითარებული ინფრასტრუქტურის პროფილით ფუნქციონირების უზრუნველყოფა აღნაგობის ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში; ე) აღნაგობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული უძრავი ქონების გამოყენება მხოლოდ სპორტული ინფრასტრუქტურის შექმნისა/განვითარებისა და მისი ფუნქციონირებისათვის; ვ) აღნაგობის უფლების ვადის გასვლის ან აღნაგობის ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, აღნაგობის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილი ნაგებობების ღირებულების ანაზღაურებასთან ან, ამავე ანაზღაურების სანაცვლოდ, აღნაგობის უფლების ვადის გაგრძელებასთან დაკავშირებულ ყოველგვარ მოთხოვნაზე უარის თქმა; ზ) ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, ამავე პუნქტით  გათვალისწინებული, განათლების სამინისტროს მიერ განსაზღვრული დამატებითი პირობების შესრულება. მუხლი 5🔗. პროგრამაში მონაწილეობის შესახებ განცხადების წარდგენა 1. მეწარმე სუბიექტი პროგრამის ფარგლებში უძრავი ქონების  აღნაგობის უფლებით მიღების მიზნით, შესაბამისი განაცხადებითა და აღნაგობის უფლებით გადასაცემი უძრავი ქონების მაიდენტიფიცირებელი ინფორმაციით მიმართავს სააგენტოს. განცხადებას თან უნდა ერთოდეს შემდეგი დოკუმენტაცია/ინფორმაცია: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი ან სადამფუძნებლო დოკუმენტაციის ასლი (იურიდიული პირის შემთხვევაში); ბ) პროგრამის ფარგლებში უძრავ ქონებაზე შესაქმნელი/ განსავითარებელი სპორტული ინფრასტრუქტურის აღწერა; გ) ამ პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სპორტული ინფრასტრუქტურის შესაქმნელად/განსავითარებლად განსახორციელებელი მინიმალური ინვესტიციის (დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინების გარეშე) ოდენობა; დ) ცნობა სახელმწიფოს მიმართ საგადასახადო დავალიანების არქონის შესახებ; ე) ცნობა მოვალეთა რეესტრში რეგისტრაციის არარსებობის შესახებ; ვ) საჭიროების შემთხვევაში, სააგენტოს მიერ მოთხოვნილი სხვა დოკუმენტი, თუ ეს საჭიროა საკითხის სრულყოფილად შესასწავლად. 2. მეწარმე სუბიექტი განცხადების წარდგენით, ამავდროულად, ადასტურებს თანხმობას პროგრამით დადგენილ წესსა და პირობებზე, მათ შორის, ამ პროგრამის მე-4 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული საბანკო გარანტიის წარმოდგენაზე. მუხლი 6🔗. განცხადების განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და პროცედურა 1. სააგენტო ამოწმებს მეწარმე სუბიექტის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის პროგრამის მოთხოვნებთან შესაბამისობას, ასევე შეისწავლის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის შესაძლებლობას. 2. იმ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი გარემოებები არ არსებობს, სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებას განსახილველად წარუდგენს სპორტის სამინისტროს, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა. სპორტის სამინისტრო უფლებამოსილია, მეწარმე სუბიექტის განცხადების განხილვისას შეთავაზებულ პირობასთან/პირობებთან დაკავშირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, სააგენტო სპორტის სამინისტროს წინადადებებს უგზავნის მეწარმე სუბიექტს. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაეთანხმოს განცხადებით შეთავაზებული პირობების ცვლილებას და წარუდგინოს სააგენტოს ახალი განცხადება მოდიფიცირებული პირობებით. აღნიშნულ ვადაში მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, სააგენტოსათვის მოდიფიცირებული პირობებით განცხადების წარუდგენლობა მიიჩნევა მის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმად.  3. იმ შემთხვევაში, თუკი მეწარმე სუბიექტის განცხადებაში მითითებული უძრავი ქონება წარმოადგენს საჯარო სამართლის იურიდიული პირის სახით დაფუძნებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების − საჯარო სკოლის სარგებლობაში არსებულ უძრავ ქონებას, აღნიშნული უძრავი ქონების პროგრამის ფარგლებში აღნაგობის უფლებით გადაცემა შესაძლებელია მხოლოდ განათლების სამინისტროს თანხმობისა და ამავე სამინისტროს მიერ განსაზღვრული პირობების დაკმაყოფილების პირობით, რა დროსაც უძრავ ქონებაზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლება გაუქმდება. ამ შემთხვევაში, თუ განცხადება აკმაყოფილებს ამ პროგრამის მე-5 მუხლით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და განცხადებაში მითითებული უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის დამაბრკოლებელი სხვა გარემოებები არ არსებობს, სააგენტო მეწარმე სუბიექტის განცხადებას განსახილველად წარუდგენს განათლების სამინისტროს. განათლების სამინისტრო უფლებამოსილია, პროგრამის ფარგლებში შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის მიზნით, მასზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლების გაუქმების თაობაზე თანხმობის გაცემის საკითხის განხილვისას, დააყენოს საჯარო სკოლისათვის საჭირო პირობების შესრულების მოთხოვნა, ასევე შეთავაზებულ პირობასთან/პირობებთან დაკავშირებული შენიშვნების არსებობის შემთხვევაში, სააგენტოს წარუდგინოს წინადადებები მეწარმე სუბიექტის მიერ შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილების ან/და დამატებითი პირობების განსაზღვრის თაობაზე, რის შემდეგაც, სააგენტო განათლების სამინისტროს წინადადებებს უგზავნის მეწარმე სუბიექტს. მეწარმე სუბიექტი უფლებამოსილია, შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაეთანხმოს შეთავაზებული პირობ(ებ)ის ცვლილებას ან/და დამატებით პირობებს და წარუდგინოს სააგენტოს ახალი განცხადება მოდიფიცირებული პირობებით, რომელიც უნდა ასახავდეს განათლების სამინისტროს მიერ წარდგენილ პოზიციაზე თანხმობას. აღნიშნულ ვადაში მეწარმე სუბიექტის მიერ პროგრამაში მონაწილეობის მიზნით, სააგენტოსათვის მოდიფიცირებული პირობებით განცხადების წარუდგენლობა მიიჩნევა მის მიერ პროგრამაში მონაწილეობაზე უარის თქმად. აღნაგობის ვადის გასვლის შემდეგ, განათლების სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, უძრავი ქონება სარგებლობის უფლებით დაუბრუნდება სკოლას. 4. განცხადებით (მათ შორის, მოდიფიცირებული განცხადებით) შეთავაზებულ პირობებთან დაკავშირებით სპორტის სამინისტროს დადებითი გადაწყვეტილების, ხოლო ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების სამინისტროს დადებითი გადაწყვეტილებისა და შესაბამის უძრავ ქონებაზე საჯარო სკოლის სარგებლობის უფლების გაუქმების შემთხვევაში,  სააგენტო უზრუნველყოფს მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის საკითხის სამინისტროსათვის წარდგენას, საქართველოს მთავრობის წინაშე ინიციირების მიზნით. 5. სამინისტრო საქართველოს მთავრობას განსახილველად წარმოუდგენს სააგენტოს მიერ ინიციირებულ საკითხს პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის  შესახებ. 6. საქართველოს მთავრობა ინდივიდუალურად, შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, იღებს გადაწყვეტილებას პროგრამის ფარგლებში მეწარმე სუბიექტისათვის უძრავი ქონების პირდაპირი ფორმით, აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე. 7. შესაბამისი უძრავი ქონების აღნაგობის უფლებით გადაცემის თაობაზე საქართველოს მთავრობის მიერ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ბენეფიციარსა და სააგენტოს შორის ფორმდება შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულება.  მუხლი 7🔗. პროგრამის მონიტორინგი 1. ბენეფიციარის მიერ პროგრამით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს სააგენტო. 2. პროგრამის ბენეფიციარის მიერ  პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ე“ ქვეპუნქტ(ებ)ით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება სააგენტოს მიერ ხორციელდება სპორტის სამინისტროს დასკვნის საფუძველზე, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამის ბენეფიციარის მიერ პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“ – „ე“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების დადასტურება სააგენტოს მიერ ხორციელდება განათლების სამინისტროს დასკვნის საფუძველზე. 3. ბენეფიციარი ვალდებულია, პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“-„გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, სპორტის სამინისტროსა და  სააგენტოს, ხოლო  ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „ბ“-„გ“ და „ზ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით, განათლების სამინისტროსა და სააგენტოს წარუდგინოს  დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიში. ასევე სპორტის სამინისტრო, ხოლო ამ პროგრამის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განათლების სამინისტრო, უფლებამოსილი არიან, საჭიროების შემთხვევაში, ბენეფიციარს მოსთხოვონ დამოუკიდებელი აუდიტის ანგარიშის წარდგენა პროგრამის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის „დ“-„ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ვალდებულებების შესრულების დადასტურების მიზნით. 4. სააგენტო, ბენეფიციარის მიერ აღნაგობის ხელშეკრულების მე-11 და ყოველი შემდგომი წლისათვის გადასახდელი აღნაგობის უფლების საზღაურის დადგენის მიზნით, სსიპ − ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს მიმართავს ერთჯერადად, შესაბამისი აღნაგობის ხელშეკრულების გაფორმებიდან არაუადრეს 108 (ას რვა) თვისა. მუხლი 8🔗. სადავო საკითხების განხილვა ამ პროგრამის განხორციელებიდან გამომდინარე, ნებისმიერი დავა განიხილება საქართველოს საერთო სასამართლოების მიერ.