პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
📥 უკუმითითებები — 1 დოკუმენტი
Law of Georgia (1)
- LAW OF GEORGIA PENITENTIARY CODE 15.12.2023
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს კანონი |
1. კოდექსს დაემატოს შემდეგი შინაარსის 411 მუხლი:
„მუხლი 411. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება
1. უცხოელ ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულს ან მსჯავრდებულს (გარდა განზრახი მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულისთვის, აგრეთვე ოჯახური დანაშაულისთვის მსჯავრდებული პირისა) პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებისთანავე, არაუგვიანეს მე-2 სამუშაო დღისა, პენიტენციური დაწესებულების უფლებამოსილი პირი საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, წერილობით, მისთვის გასაგებ ენაზე ან იმ ენაზე, რომელიც მას ესმის, როგორც ეს შეიძლება გონივრულად ჩაითვალოს, აწვდის ინფორმაციას:
ა) სასჯელის მოხდის შემდეგ ან სასჯელის მოხდისგან ნებისმიერი სხვა საფუძვლით გათავისუფლების შემდეგ საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების შესახებ;
ბ) საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის უფლებისა და ამ უფლების რეალიზების ვადის შესახებ;
გ) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ საერთაშორისო დაცვასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღებამდე პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების შემთხვევაში 5 სამუშაო დღის ვადაში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიგრაციის დეპარტამენტში გამოცხადების, მობილური ტელეფონის ნომრის, აგრეთვე ელექტრონული ფოსტის მისამართისა და საცხოვრებელი ადგილის მისამართის (მისი არსებობის შემთხვევაში) შესახებ ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების შეუსრულებლობის შედეგების შესახებ.
2. პენიტენციურ დაწესებულებაში მოთავსებული შესაბამისი უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის საქართველოდან მისი შესაძლო გაძევების, აგრეთვე საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის შესაძლებლობის შესახებ ინფორმაციის განმარტების წესი და ფორმა, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსა და პენიტენციურ დაწესებულებას შორის ინფორმაციის გაცვლის წესი განისაზღვრება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრისა და მინისტრის ერთობლივი ბრძანებით.“.
2. 93-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 31 ნაწილი:
„31. პენიტენციური დაწესებულება ვალდებულია საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს მინისტრისა და საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ერთობლივი ბრძანებით დადგენილი წესით აცნობოს იმ მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლების თაობაზე, რომელსაც სასჯელის სახედ განესაზღვრა უცხოელის საქართველოდან გაძევება და საქართველოში შემოსვლის აკრძალვა.“.
3. 94-ე მუხლის მე-3 ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“ ქვეპუნქტი:
„ვ1) „საერთაშორისო დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით მოითხოვოს საერთაშორისო დაცვა, თუ ბრალდებული/ მსჯავრდებული უცხოელია ან მოქალაქეობის არმქონე პირია;“.
მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2025 წლის 1 ოქტომბრიდან.
თბილისი, 26 ივნისი 2025 წ. N878-IIმს-XIმპ |
რა შეცვალა ამ აქტმა
- მუხლი 93. პენიტენციური დაწესებულების მოვალეობები მსჯავრდებულის პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლებისას და სხვა გარემოებების არსებობისას
- მუხლი 94. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის სამართლებრივი მდგომარეობის საფუძვლები. ბრალდებულისა და მსჯავრდებულის უფლებები
- მუხლი 411. უცხოელი ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულისთვის ან მსჯავრდებულისთვის ინფორმაციის მიწოდება
ხშირად დასმული კითხვები
- მოქმედებს თუ არა „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დიახ, საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 26.06.2025.
- როდის იქნა მიღებული „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“ მიღებულია 26.06.2025. მიმღები ორგანო — საქართველოს პარლამენტი. დოკუმენტის ნომერი — №878-IIმს-XIმპ. სარეგისტრაციო კოდი — 100030010.05.001.102801.
- რამდენი მუხლისგან შედგება „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“?
- დოკუმენტი შედგება 2 მუხლისგან. თითოეული მუხლი ხელმისაწვდომია ცალკე ბმულით.
- რომელი დოკუმენტები უთითებენ „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ზე?
- legali.ge-ის ბაზაში 1 დოკუმენტი უთითებს ამ აქტზე — ცვლილებები, კანონქვემდებარე აქტები და სასამართლო გადაწყვეტილებები.
- სად არის „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
- ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 26.06.2025 მდგომარეობით.
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს კანონი „პენიტენციურ კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ“, №878-IIმს-XIმპ, 26.06.2025, სარეგისტრაციო კოდი 100030010.05.001.102801 (კონსოლიდირებული რედაქცია 26.06.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/6541269/